=9=

234 24 2
                                    

მესამე პირი:
ნაიონი და ვუკი სრულიად მარტონი ისხდნენ ვუკის ოთახში და ყველა მოსამსახურე დათხოვილი ყავდათ.

-აქ რისთვის დამიბარეთ? -იკითხა ნაიონმა და მდუმარე და ჩაფიქრებულ  ვუკს შეხედა. ვუკმა კი ყურადღება მასზე გადაიტანა.

-სიმართლის გაგება მინდა. ჩემი ძმა საეჭვოდ რჩება აქამდე აქ რა უნდა, როდესაც ჩრდილო კორეის მთავარი მრჩეველია?-თქვა ვუკმა და ნაიონს გამომცდელად შეხედა.

-ის ხომ თქვენი ძმაა და თვითონვე რომ კითხოთ არ გსურთ?-თქვა წარბშეუხრელად ნაიონმა.

-ვკითხე მაგრამ არ მითხრა და თანაც რა გაკავშირებს შენ ჩრდილო კორეასთან?- იკითხა ხმამაღლა ვუკმა და ნაიონთან ახლოს მივიდა. ნაიონს კი ჩაეცინა.

-თქვენო უდიდებულესობავ თუ შეგიძლიათ თვითონ გამოიძიეთ და თანაც ამ დროს მშვიდად უნდა მეძინოს უკვე და ახალი დღისთვის ვემზადებოდე. -თქვა ნაიონმა და უდარდელად წავიდა საწოლისკენ რომელსაც ვუკის სურნელი ასდიოდა და თავბრუს ახვევდა, მაგრამ  მის გრძნობებს არუნდა გაეყიდა იგი.

-შენ გელაპარაკები! -თქვა გსბრაზებულმა ვუკმა და საწოლთან ისიც მივიდა, მაგრამ უცებ მას დაეჯახა და ორივე საწოლზე აღმოჩნდა სრულიად უხერხულ სიტვაციაში. ვუკი ნაიონის ზემოთ იყო მოქცეული და მილიმეტრებიღა აკლდა მათი ბაგეების შეერთებას. მიუხედავად ამდენი დროის გასვლისა კი მათი გულები მაინც ისე ფეთქავდნენ, რომ მალე ალბად საგულედან ამოუვარდებოდათ. ვუკმა ცდუნებას ვეღარ გაუძლო და ის დარჩენილი მანძილიც შეამცირა, რაც მათ შორის დარჩენილიყო და ხარბად დაუწყო ნაიონს კოცნა. ეს იყო ლტოლვა და ცდუნება საყვარელი ქალის მიმართ, რომლისგან შორს ძალიან დიდხანს დაჰყო. ნაიონს ლოყები უწინდებულად აუწითლდა, მაგრამ არც აჩერებდა მას და არც ჰყვებოდა თითქოს დაატყვევესო.

ნაიონის pov:
არვიცი რატომ, მაგრამ არაფერს ვაკეთებდი მის შესაჩერებლად პირიქით კინაღამ მეც ავყევი მას. უჰაერობის გამო კოცნა გაწყვიტა და დამაკვირდა თითქოს უნდა, რომ დამიმახსოვროს.

სასახლე(დასრულებულია)Where stories live. Discover now