თავი 9

462 60 0
                                    


ლუკი ბუზღუნით მომყვებოდა,მისი დათანხმება,რომ კაბის საყიდლად,გამომყოლოდა საკმაოდ გამიძნელდა,ბოლოს ვუთხარი თუ წამომყვები საღამოს ბლინებს გაჭმევ მეთქი(არვიცი რატომ მაგრამ ლუკი ჩემი ბლინებით ძალიან იყო დაინტერესებული),იცი დამთანხმდა.

–ლუკ შეხედე,_მაღაზიისკენ მივუთითე–მგონი აქ შევძლებთ ტანსაცმლის ყიდვას.

საყიდლებზე სიარულის გამოცდილება არ მქონდა,ვერაფერი ავარჩიე,რამოდენიმე მოვისინჯე მაგრამ ლუკს არცერთი არ მოწონებია.

–ნახე ეს მეგონი ძალიან კარგია_ვუთხარი ლუკს,მან ჩემი ჯინსის შარვალი და შავი მაისური შეათვალიერა,თავი უკმაყოფილოდ გააქნია და მითხრა

–ორი წუთით დამელოდე_და გავიდა,ცოტა ხანში კაბით ხელში დაბრუნდა და მე მომაჩეჩა,მითხრა რომ მომესინჯა.

კაბა უბრალო იყო,მოკლე და ლურჯი ფერის,ტანზე მომდგარი,ზუსტად ჩემს ტანზე იყო შეკერი,შემდეგ ფეხსაცმელები შემომიცურა კარების ქვემოდან,რომელიც ზუსტად ჩემი ზომის იყო და ისეთივე ფერის როგორიც კაბა,დაბალ ქუსლზე და ძალიან სადა ,ჩემი გამოსვლის თანავე,ლუკს თვალები გაუფართოვდა,შემდეგ მიხვდა რომ მოშტერებოდა და შემიძლია დავიფიცო რომ გაწითლდა.

–აბა როგორ გამოვიყურები?_და დავტრიალდი.

–შეშლის ისე ძალიან აღარ გავხარ_ჩაიბურტყუნა და ხელით კეფა მოიფხანა.

მაღაზიიდან გამოსვლისას ლუკს ვუთხარი:

–მადლობა ლუკ,შენ რომ არა არვიცი რა მეშველებოდა_და ჯიბიდან სამაჯური ამოვიღე_

–ეს სუვენირების მაღაზიაში ვიყიდე_ ვიფიქრე, საჩუქარს არც მე გამომართმევსთქო,მაგრამ ჩემდა გასაკვირად,ჯერ სამაჯურს დააშტერდა,მერე მე შემომხედა და ბოლოს მითხრა.

–მ..მადლობა,იცი არ არის საჭირო....

–არაფერია,რომ შეხედავ გაგახსენდები ხოლმე_ლუკმა თვალი ამარიდა,და ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა

როგორც ჩანს სხვა ძმას ვუთვალთვალებდი (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang