3.[Like.Hate.Love]

361 75 10
                                    

დავიღალე.
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ უმოქმედობამ დამღალა. სამყაროსადმი გამწვავებულმა გრძნობამ, რომელსაც დარწმუნებით ვუწოდებდი სიძულვილს, საკუთარი თავისადმი რწმენა დამაკარგვინა. თუკი არ იცი, მე გეტყვი, რომ ყველაზე დიდი დანაშაული სამყაროსადმი სიძულვილია და ამისთვის საშინლად დაისჯები. მეც ვისჯები, მაგრამ სანამ ზიზღს განვიცდიდი, რატომ გავიწირე არ ვიცი. განგებამ ჯერ ოჯახი წამართვა, მაგრამ არ შემიძულებია.. შემდეგ მხედველობა და მეც დავნებდი.. თუმცა ახლა შეშლილი თვალები მიცქერენ. მოღალატე ტუჩები ყალბად მიღიმიან. გახუნებული, მუქი თმა თეთრ კანზე სუდარასავით ასვენია. სარკიდან გარდაცვლილი ადამიანი მიმზერს. დროა ვაღიარო, რომ ეს ადამიანი მე ვარ. მე მკვდარი ვარ. საკუთარ თავს ვუტყდები, რომ დროა კრისტენს მოვუბოდიშო, მაგრამ უკან ვიხევ. ყოველთვის ასეა. ისევ მისთვის. ბოდიში რომ მოვუხადო, აუცილებლად მეტყვის, რომ არაუშავს. არადა ორივე ჩვენგანმა კარგად ვიცით- უშავს. და ეს უშავს იმდენად ძლიერია, რომ სიტყვა არაუშავს ვერ განკურნავს. ამ თემაზე საუბრით მასაც ვატკენ და მეც მეტკინება. სიმართლე კი ერთია- მანქანაში არ უნდა ჩავმჯდარიყავი.
წელიწადზე მეტია პირველი ნაწილი დავასრულე. მე კი მხოლოდ დღეს გავაგრძელე წერა. რადგან დღეს დავინახე პირველად.
შენ კი, ვინც ამას კითხულობ მინდა საბოლოოდ გამოგიტყდე. შენ ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი ხარ- შენ ჩემს საიდუმლო დღიურს კითხულობ.
ახლა აღარაფრის მეშინია და არც არაფრის მწამს.
კრისტენმა გამოსავალი იპოვა. თითქმის უკეთაა.ჩემზე ამას ვერ ვიტყოდი..მაგრამ ის ამას ვერასდროს გაიგებს. ვერასდროს გაიგებს ამას ჯოიც, ჩემი მეორე უახლოესი მეგობარი, რომელიც მთელი ეს დრო ჩემს გვერდით იყო.
ამას მარტო შენ გეუბნები- მე გადარჩენა მჭირდება.
მომნუსხველი ხედით ვტკბები. დღეს თვრამეტი ოქტომბერია. ამ წელიწადში ყველაზე ლამაზი დღე. წელს დღეს პირველად დავინახე ფოთოლცვენა.
-ყოჩაღ კრისტენ, სიტყვები არ მყოფნის! მადლობა!
ღიმილი ვერაფრით მოვიშორე. კრისტენმაც ღიმილით დამიქნია თავი და ტილო გვერდზე გადადო.
-შეგიძლია შენს ოთახში დაკიდო და ყოველ დილას მას შეხედო! წელიწადის სხვა დროებისას, შენთან მაინც შემოდგომა იდგება!
ხმადაბლა მითხრა. ერთი წლის მერე პირველად დავინახე მისი სახე. ვაღიარებ, მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი ადამიანია. თითები საღებავით აქვს დასვრილი. კრისტენი მტკიცებულებაა- ხელოვნებას ხელოვნება ქმნის. თვითონ სიტყვა ხელოვანიც ხომ ხელოვნებიდან მოდის. როგორ შეიძლება მეც და ისიც ერთი კატეგორიის ვიყოთ, როცა მას შეუძლია გააცოცხლოს ფოთოლცვენა. და ეგონოს, რომ ეს არაფერია გამორჩეული.

უსახელო ჩანახატები \ CHANBAEKWhere stories live. Discover now