17. [loss]

522 62 32
                                    





ის მე მიყურებს ტკივილნარევი სიხარულით სახეზე და მე ვეღარავინ დამაჯერებს, რომ პატიება შეუძლებელია.

—————-

ვაკვირდებოდი სეჰუნის გამოგზავნილ სასაჩუქრე ყუთს, უამრავ ნივთს მასში და ვგრძნობდი თითოეულ იმ ემოციას, რომელიც აქამდე დამწყვდეული მყავდა სადღაც ღრმად, ისტორიკოს პაკ ჩანიოლთან ერთად. არ ვიცოდი ამომეღო თუ არა წიგნი, მომეკიდა თუ არა მისთვის ჩემი ახლებური ხელი, უფრო ბინძური, ვიდრე აქამდე.

მეჩვენებოდა, რომ ამ ქმედებით კარს გავხსნიდი და ისევ ის გავხდებოდი, მე ისევ მენდომებოდა ბემი მეპოვნა. წყეული ბემი, წყეული ისტორიკოსი პაკ ჩანიოლი, წყეული წიგნები! და ის მაფინი, ჭირსაც წაუღია...

კიმ ქაი დიდხანს იდგა ჩემ წინ, უკმაყოფილოდ ექაჩებოდა სიგარეტის ბოლო ღერს, როგორც ჩანს ღამით მომიწევდა მაღაზიაში ჩავსულიყავი. ჩემი ჯერია, ჯანდაბა.

მას შემდეგ, რაც იმ  კაფიდან დავბრუნდით, რომელიც როგორც აღმოჩნდა ქაის მოღალატე ყოფილისა და თავისი კლასელის ყოფილა, ის იდგა და ეწეოდა. უკვე მეორმოცე ღერს. ერთხელაც არ ამოუხველებია. უხმოდ მეკონტაქტებოდა, ნერვებდაწყვეტილი მზერით მამკობდა და რაც მთავარია, მუშტებს არ უშვებდა. მან გემრიელად უთავაზა მასპინძელს ყბაში და იმედია ამის გამო არ დაიჭერენ. პრობლემები არ გვაკლია. ისედაც აღწერაზე დაბრძანდება, რადგან ერთი მეეზოვე კბილების მომტვრევამდე სცემა.

უსახელო ჩანახატები \ CHANBAEKDove le storie prendono vita. Scoprilo ora