15. [F.R.I.E.N.D.S]

223 55 11
                                    


მე რომ პილოტი ვყოფილიყავი, ალბათ ვიდარდებდი, რომ შუა ფრენისას გაწვიმდა, მაგრამ როგორც ერთ-ერთი მგზავრი და სიყვარულს გამოქცეული ისტორიკოსი, სიამოვნებით შევცქეროდი წვეთების მოგზაურობას. ისინი მიწისკენ ცვიოდნენ.

მე ვერ ვიტყოდი, რა უფრო მაღელვებდა, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება თუ დამარცხება, რომელიც პირველი არ იყო, რაც ცხოვრებაში განმიცდია.

უინტერესო წიგნს მივუბრუნდი და სტრიქონები ისე გადავიკითხე, თითქოს ასოების შესასწავლად ვუყურებდი. ის ამბობდა რაღაცას, მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამ მესმოდა გონებაში.

რაო, რა ვთქვი?! სიყვარულს გამოქცეული?! ჰა, ვაღირებ კიდევაც!

არა არა და არა! არაფერი გამოვა ასე! შენ მე საშინლად მატკინე გული! ოჰ პაკ ჩა.... ( ნიოლ. )

ეს ფრაზა იმდენად ბუნებრივად ცოცხლდებოდა ჩემ გონებაში, იმდენად მტკივნეულად დაძრწოდა ჩემში. აი, შევიშალე! ყველა ზედმეტად ჭკვიანი ადამიანი აფრენს ბოლოს. სასაცილო ის იყო, რომ ბექიონის ნათქვამი დაუჯერებელი სიზუსტით ისმოდა ჩემ თავში ექოდ. ზუსტად ისე, როგორ გამოკვეთილადაც თქვა. ნეტა სახეში მწარედ გაერტყა და ეს გრძნობა გამომყოლოდა, ვიდრე ეს ტუჩებთან... რაღაც...?!

უსახელო ჩანახატები \ CHANBAEKWhere stories live. Discover now