ჰერმონი
სასტუმროში შევედი და დახლთან მივედი. იქ კი ის ადამიანი დამხვდა ვისაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.
- ნოტ, შენ ამ სასტუმროს ხელმძღვანელი ხარ. აქ რას აკეთებ? - ვკითხე მე. უკნიდან გოგონების ჩურჩული მომესმა.
- ეს ხომ თეოდორ ნოტია. ერთ ერთი ყველაზე სიმპატიური მილიარდელი! გავიგე ცოლი ყოლია. - მე თვალები ავატრიალე. თეომ წიგნაკიდან თავი ამოყო და გამიღიმა.
- ძლივს ვიღაცამ შეამჩნია. გეფიცები გრეინჯერ ვერ შევაგნებინე რომ იმ იდიოტმა ქრცვინმა აქ მათ ხელძმღვანელად მე დამნიშნა და უნდა დამემორჩილონ. - მე მიკროფონთან მივიწიე და ვთქვი:
- ძვირფასო მამსახურე პერსონალო, მოგმართავთ Malfoy interprise-ის თანამმართველი, ჰერმიონ გრეინჯერ. ჩემი საუკეთესო მეგობრის, დრაკო (ქრცვინი) მალფოის თხოვნით ხელძმღვანელად თეოდორ ნოტი ინიშნება. გმადლობთ ყურადღებისთვის. კარგ დღეს გისურვებთ. - მიკროფონიდან გამოვიწიე.
- მადლობა გრეინჯერ. შენთან ვალში ვარ. როგორ გადაგიხადო?
- საჭირო არაა ტედი. - ნამიოკი ჩავურტყი. მან გაიცინა და თავი დამიქნია.
- კარგი წიგნისჭია. შევეცდები ის ჯორ-ქრცვინა დავითანხმო.
- ეჰემ. - გავიგე მაქსის ხმა.
- ნომრების გასაღებები გვინდა გრეინჯერებისთვის. და ისა, მერე შევხვდეთ, როდესმე, ბავშვებს მოენატრე. - მან თავი დამიქნია. მერე გასაღებები აიღო.
- სახელებს ვიტყვი და ჩემთან მოდით. მერე გზას ჩემი უძვირფასესი ქაჯი მიგასწავლით. - მე თავში წამოვრტყი. მან გაიცინა. - კარგი ვიხუმრე. თავადაც იპოვით. ბრიტნი და დაიმონდი. ენჯელი და ამანდა. ნიტა და ალექსი. მაქსი და ემერალდა. რაელი და მირანდა. ჯინი და რიჩარდი. გრეისი და ჯულიანი. ოლივია. ბენი.
- ნოტ, გრეისის და ჯულიანის ნომერს პერსონალური მომსახურება დაუნიშნე, ჩვენ რომ ვიცით ისეთები. - მან თავი დამიქნია. ბავშვები სადღაც იყვნენ გამქრალები. - სკორპ და ოლი, თუ ონავრობას გეგმავთ მაშინ ახლავე შეჩერდით თორემ ერთი კვირა სახლიდან გასვლას ვერ ეღირსებით. - დავიყვირე და ჩემი ბიჭბი ჩემთან გაჩნდნენ. - ხომ შევთანხმდით რომ მამათქვენის და მისი ძმაკაცების გარდა არავის გაასულელებდით? - ვკითხე მათ და ისეთი ღიმილი ავიკარი, დრაკოს შეშურდებოდა.
- მერე ჩვენც შენს პირობას ვასრულებთ.
- მაშინ თავისუფლები ხართ.
- ჰეი! - დაიყვირა ნოტმა. - თქვენ დაასველეთ ის მარმარილოს კიბე რომ ფეხი ამსრიალებოდა? თქვენს გამო ორი თვე ვერ ვთამაშობდი! - სკორპმა და ოლიმ ერთმანეთს გადახედეს და გაიქცნენ. - ოხ თქვე მაიმუნებო მაცადე რა გიქნათ! შენ რა გაცინებს შე მართლა წიგნისჭია! შენ ქმარს ერთს ძლივს ვუძლებ და ახლა ოთხი მყავს! საწყალი ქუინი თქვენს ხელში. წადი მომაშორე შენი ონავრები. - მე სიცილით მოვშორდი იქაურობას. დედა და მამაც იცინოდნენ. ბებია-ბაბუაც. ოლიავიასაც ეცინებოდა. ბენი მშვიდად იდგა. მას დრაკო გულზე არ ეხატება. სხვები გაკვირვებულები მიყურებდნენ. მე უკან შევბრუნდი.
- ჰერმიონ, შენი შვილები უნდა აკონტროლო. - მითხრა მირანდამ.
- ნუ გეშინიათ მამიდა მირანდა. ისეთს არაფერს აკეთებენ რომ ვინმე სერიოზულად დააზიანონ. - უცებ შემოვბრუნდი და ვიღაცას დავეჯახე. მას წყალი ეჭირა და მთლიანად ზედ გადამესხა. - ოხ ამისი... ზაბინი?
- ვაჰ. თავად გრეინჯერი. რა პატივია. შენი ონავრები სად არიან?
- ნოტს გაურბიან. ქუინი კი მათთან ერთადაა. იცოდე ეს კაბა რომ გაფუჭბულიყო, შენი ცოლი მოგკლავდა.
- კარგი რა გინდა ამოღერღე.
- რა უნდა მინდოდეს? ბლინები! - ისევ ნამიოკი.
- მეც ვცდილობ რომ ქრცვინი დავითანხმო მაგრამ მისი აზრით უკვე გავიზარდეთ.
- grown up my ass. ტედისაც ვთხოვე. ქრცვინს რამე მოვუხერხოთ. ჩვენი ქორწილის ცხრა წლის თავზე თუ არ მოხერხდა ყველას თავებს წაგაცლით.
- კარგი წიგნისჭია. - ლოყაზე მაკოცა და გაიქცა.
- ცხრა წლის თავი როდისაა? - მკითხა ბრიტნიმ
- თორმეტ ივლისს.
- ჩვიდმეტისა დაქორწინდი? - წამოიძახა რაელმა.
- მოკეტე რაელ. შენ ვითომ უფრო დიდი იყავი. - თქვა მამიდა ნიტამ.
- ამმ... ოლივია, ჩემ ნომერში ამომყვები? ცოტა ვილაპარაკოთ. - ვუთხარი მე. მანთავი დამიქნია.
- ბავშვებს ყურადღებას არ აქცევ? - მკითხა ესმერალდამ.
- ცხრაზე ზაბინი, ნოტი, პოტერი, უიზლი ან მათი ცოლები ამოიყვანენ. - ვთქვი მე. ოლივიას ხელი ჩავჭიდე და იმ ლივტში შევედი რომლის გასაღები მარტო მალფოიებს, ნოტებს, უიზლებს, პოტერებს და ზაბინიებს აქვთ. თან ჩემს შურიან ბიძაშვილებს ხელი დავუქნიე. ლივტის კარი დაიხურა და პენტჰაუსების სართულზე ავედით.კი ვთქვი მალე-თქო მარა მაინც და მაინც სანდო არ ვარ. მაინც, ვეცდები მალე იყოს💜💜💜
YOU ARE READING
ჰერმიონის საოჯახო შეკრება
Fanfictionჰერმიონ გრეინჯერი საოჯახო შეკრებაზე თექვსმეტი წელია არ ყოფილა. მისი ბიძაშვილები არ არიან ზრდილობიანები და ეს მათ მშობლებს საერთოდ არ აწუხებთ. იქნება ჰერმიონი ისევ ისეთი როგორიც თექვსმეტი წლის წინ იყო? საქართველოში Wattpad-ი ქეიპოპს და ჰარი სთაილსს...