წერილი რომელმაც გამაგწარა

946 44 8
                                    

დილით როგორც ყოველთვის ადრე გავიღვიძე. თვალების გახელისას პირველი რაც დავინახე, ეს ჩემი ქმრის სიმპატიური სახეა. გამეღიმა. ასე ალბათ კიდევ დიდხანს დავრჩებოდი მაგრამ ფანჯარაზე კაკუნი მომესმა. ამოვიოხრე და ავდექი. სახლში დედაჩემის ბუ შემოფრინდა. მე წერილი გამოვართვი და ის გაფრინდა. წერილი გავხსენი.

ძვირფასო ჰერმიონ,
ვიცი როგორ არ გინდა ამის გაგონება მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. წელს 7-დან 14 ივლისამდე საოჯახო შეკრებაა. არანაირ მართლებას არ იღებენ. თან ბებიასაც მოენატრე. ხომ იცი როგორ უყვარხარ. შენი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არ შეცვლილან. არ გინდა რომ მათი სახეებიდან ის დამცინავი ღიმილები ჩამორეცხო? რომ გაიგებენ რად იქეცი დამიჯერე, ინანებენ რომ ასე გექცეოდნენ. გთხოვ რომ წამოხვიდე და დრაკო და ჩემი პატარა მაიმუნებიც წამოიყვანო. შეკრება 'წითელ გველში', საფრანგეთში იმართება. შენი ქმრის სასტუმროა.
სიყვარულით
დედა

ეშმაკურად გავიღიმე.

მოდით ახლა გეტყვით. მე ჰერმიონ გრეინჯერ-მალფოი ვარ. ალბათ იცით: ომის გმირი, თავისი წლის საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოსწავლე. ალბათ უკვე იმასაც მიხვდით რომ ცოლად დრაკო მალფოის გავყევი. დიახ, სიგიჟეა. თერთმეტის რომ ვიყავი და გეთქვათ რომ ომიდან ორი თვის შემდეგ მას ცოლად გავყვებოდი, წმინდა მუნგოს კლინიკაში გაგგზავნიდით, ტვინის შესამოწმებლად. ჩვენ სამი შვილი გვყავს. სკორპიუს დრაკო მალფოი 8-ის, ოლივერ ლუციუს მალფოი 8-ის (ტყუპები) და ქუინ აქუა მალფოი 4-ის. მე და დრაკო უკვე თითქმის ცხრა წელია ერთად ვართ.

- საყვარელო, რა მოხდა? - მკითხა დრაკომ. მე წერილი გავუწოდე. მან უცებ გადაიკითხა და მე შემომხედა. - თუ წასვლა გინდა, მე შენს გვერდით ვარ.
- მარტო არც ვაპირებდი. უბრალოდ მინდა რომ მსოფლიომ გაიგოს ჩვენს შესახებ. აღარ მინდა სადაც არ უნდა წახვიდე, ყველა გეფლირტავებოდეს. ერთად დასასვენებლადაც ვერ მივდივართ. მინდა რომ იცოდნენ.
- როგორც ჩემი დედოფალი იტყვის. - მე ვაკოცე.
- წავალ საუზმეს გავამზადებ, შენ კი ონავრები და მაიმუნი გააღვიძე.
- კი მაგრამ ჰერმს, ერთი პრობლემაა.
- გისმენ.
- მე ათამდე ჩამოსვლას ვერ შევძლებ.
- კიდე უკეთესი. - ეშმაკურად გავიღიმე.
- ჩემს ღიმილს ნუ იპარავ. და უკეთესი რატომაა?
- ანუ... - მე ჩემი გეგმა ვუთხარი. ის დამთანხმდა. მე საუზმის გასამზადებლად ჩავედი. გეგმა ბავშვებსაც გავანდე და ისინიც სიხარულით დამთანხმდნენ.

საუკეთესო შეკრება იქნება.








აბა რამდენს გახსოვვართ? მგონი ბევრს არა😂😂😂მოკლედ, რამოდენიმე თავში შევამჩნიე რომ ძაალიან ცუდად მაქ გადმოცემული პერსონაჟის გრძნობები (თუ საერთოდ მაქვს) და ძაალიან მოკლეებია, ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ ავდგე და რამდენიმე თავი გავაერთიანო და გავზარდო. მალ-მალე დავდებ ახალ, ოდნავ შეცვლილ თავებს, არ ინერვიულოთ💜💜💜💜

ჰერმიონის საოჯახო შეკრებაWhere stories live. Discover now