ბოლო თვეები სევდიანი მუსიკის ფონზე მიზოზინებს. შენმა უეცარმა გაქრობამ ამოუვსები სიცარიელე დამიტოვა და ძილის წინ , ტრადიციისამებრ შენზე მეფიქრება.
აწმყოში, გადმოტანილი შენთან გატარებული წარსულით ვცოცხლობ. ისევ უიმედოდ ვითვლი დღეებს, მერე რა, რომ აწი აღარასდროს დაბრუნდები. უკვე იმაზე მეტი დღე გავიდა უშენოდ, ვიდრე…
მიმძიმს შენი დაკარგვა, მაგრამ უფრო მეტად ის მამძიმებს, რომ შენ, როგორც ადამიანი დაგკარგე. შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი: სიყვარული, მეგობარი, სიმშვიდე, ბედნიერება, სიხარული,ზურგი, თავშესაფარი და მთელი სამყარო ჯიმინ!...
ყველაფერზე რაც გარშემოა, შენ მახსენდები. ეს სახლიც, ჩემს გარშემო მყოფი ადმიანები , ქუჩები, ნივთები შენს თავს მახსენებს.
23 თვეა ჩემი ტვინის უჯრედებს არცერთი დღე გაუტარებიათ შენზე ფიქრის გარეშე. კითხვისას, თარგმნისას, ავტობუსში თუ ჩვენს უნივერსიტეტში, სამსახურში თუ მეგობრებთან ერთად ყოფნისას, ფონად შენგან დატოვებული მოგონებები გამდევს.
არასდროს დავიღლები შენზე წერით და ლაპარაკით. შენ ჩემი ყოველწუთიერი მუზა ხარ. მუზა, რომელმაც სამი 23 თვეა ჩვეულ ცხოვრებას გამომთიშა.
მენატრები…
ტკივილამდე მენატრები…
შენთან მინდა მინდა ისევხარბად შევისუნთქო შენი სურნელი...იმედი მაქვს მალე მოვალ შენთან იმედი მაქვს მალე მოვკვდებიმომბეზრდა ფსიქიატრიულში ყოფნა ჯიმინ...აქ უფრო მეტად ვგიჟდები გემუდარები წამიყვანე ჯიმინ შენთან წამიყვანე გემუდარები!!
ეს ის შემთხვევაა მეც რომ ვბღავი😭😭😭