I need u

199 37 50
                                        

დღეს შეტევა მქონდა...როგორც ყოველთვის...ისევ ამ თეთრ ოთახში ვარ გამოკეტილი და ისევ უზომოდ მენატრები,
უსაზღვრო მონატრება არ ვიცოდი ესე თუ გამიძნელდებოდა...არ ვიცოდი თორემ არ გაგიშვებდი , არ გაგიშვებდი ჩემგან თუმდაც 1 ნაბიჯით შორს ჩემსკენ მოგწევდი და ჩაგეხუტებოდი, ჩაგეხუტებოდი ისე რომ გეგრდძნო თუ როგორ ცემს სიყვარულისგან ჩემი დიდი გული, გაგრდძნობინებდი რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ, რომ მე შენს გარდა არავინ და არაფერი მჭირდება, უბრალოდ ვერავინ გამაბედნიერებს შენს გარდა....არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა თორემ არ გაგექცეოდი, არ გაგექცეოდი მხოლოდ იმიტომ რომ შენგან მეტი სითბო დამჭირდებოდა, არ წავიდოდი შენგან შორს იმ იმედით რომ შენ მოხვიდოდი დამელაპარაკებოდი და მომეფერებოდი...არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა თორემ არ ავიფარებდი ყურებზე ხელებს როდესაც შენ რაგაცას მიხსნიდი, მოგისმენდი რაოდენ მძიმე და მოსაბეზრებელი ყოფილიყო ეს ჩემთვის რადგან მომესმინა შენი ხმა, შენი ხმა რომელიც ასე მშველის როცა ცუდად ვარ, როცა არავინ და არაფერი არ მინდა შენს გარდა ... მხოლოდ შენ შენი ხმა , ხმა რომელიც მიყვარს მიყვარს მთელი გულით , მიყვარს გაგიჟებით ხმა რომელიც ასე ძალიან მენატრება ახლა, არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა უშენობა მეგონა უბრალოდ მომენატრებოდი თუმცა ეს ამაო ფიქრები იყო აი ზუსტად ეხლა ვგრდზნობ რას ნიშნავს მონატრება, გულწრფელი მონატრება რომელიც ტკივილამდე გრძელდება ჩემ სხეულში იგი შენზე ფიქრებით დაუსრულებელი ფიქრებით იწყება და უსასრულოდ გრძელდება...მენატრები ისე როგორც არასდროს უზომოდ თავდავიწყებით... ეხლა მივხვდი თუ რა ფასი აქვს მონატრების ცრემლს რომელიც უიმედოდ გადმოვარდება თვალიდან და აორთქლდება, ეს ცრემლი ჩემი შენდამი დიდი სიყვარულის ნიშანია, იცი?? მეშინია ჩვენი სიყვარულიც არ აორთქლდეს როგორც ეს ცრემლი...მაგრამ არა ჩევენ ხომ ერთად ვართ და დიდი ხანი ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებით ...მენატრები როდესაც ამ სიტყვას ვამბობ უდიდეს ტკივილს ვგრძნობ სული მტკივა შიგნიდან მწიწკნის მას ხომ ასე ძაან უნდა შენთან, შენი სითბო და სიყვარული მას ხომ ასე ძაან ჭირდება. არ მეგონა მართლა არ მეგონა თორემ შენ თავს და კიდევ ჩვენ დიდ და უძლიერეს სიყვარულს ვფიცავარ არ გაგიშვებდი ... გაკოცებდი იქამდე სანამ ტუჩები არ დამეღლებოდა იცი ამას რატო ვამბობ? იმიტომ რომ ვიცი ის არასდროს დაიღლება...არ დაიღლება შენ კოცნაში მოფერებაში მას ხომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს მიზანი შენ ხარ.  ...
აუცილებლად მოვალ შენთან პატარავ აუცილებლად მოვალ შენთან დღეს თუ ვერ ვახერხებ სხვა დროს აუცილებლად მოვალ გპირდები.....

აუცილებლად მოვალ შენთან პატარავ აუცილებლად მოვალ შენთან დღეს თუ ვერ ვახერხებ სხვა დროს აუცილებლად მოვალ გპირდები

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
u live me [Yoonmin]Where stories live. Discover now