ჩემკენ წამოვდა, რაც უფრო მიახლოვდებოდა, მით უფრო იმატებდა ჩემი კანკალი...- აჰჰ, მედი, მედი, საჭმელი კიდევ არ დაასრულე? ხომ გთხოვე რომ დაგესრულებინა? - მთელი ოთახი მისმა საზარელმა ხმამ მოიცვა. - ერთი, მხოლოდ ერთი უმარტივესი წესია, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვა, - საუბარს ისე მშვიდად განაგრძობდა თითქოს რამდენიმე საათის წინ ჩემს მოკვლას არ ცდილობდა. - ნებისმიერ დროს, ადგილს და ვითარებას მნიშვნელობა არ აქვს, ყოველთვის უნდა გააკეთო ის რასაც გეტყვი, გასაგებია? - მე ხმას არ ვიღებდი... მან ჩაიცინა - გასაგებია?!! - დაიღრიალა... კვლავ ერთ წერტილს მივჩერებოდი... - მედისოონ, ეს ბოლო შანსია, გეკითხები გაიგე თუ არა?!! - რეაქცია კვლავაც არ მქონდა - კარგი, ახლა ამისთვის დაისჯები პატარავ... - თქვა და მკლავში ხელი წამავლო, მივხვდი რის გაკეთებასაც აპირებდა, თითქოს უეცრად გმოვფხიზლდი და ყვირილი დავიწყე, ყოველ შემთხვევაში ვეცადე მაინც, მაგრამ ეს უფრო კნავილს გავდა - არა, გთხოვ... არ გინდა... ვეღარ... ამას ვეღარ გავუძლებ... ეს არ... არ გააკეთო... გთხოვ... - გვიანია პატარავ... - უეცრად სხვანაირად დაიწყო ლაპარაკი ეს უფრო ქალის ხმას გავდა - მედი, მედიისონ, მედი გაიღვიძე, გაგვიანდება...
-რაა?!... მეთამაშები?... ეს არ გააკეთო გთხოვ...
- მედი სერიოზულად გეუბნები თუ არ გაიღვიძებ რეისზე დაგაგვიანდება... - თვალები დავხუჭე ქუთუთოები ერთმანრთს მაგრად დავაჭირე... და კვლავ გავახილე... ჯანდაბა... ისევ ცისფერი კედლები და ჩემი დაქალი... ეს სიზმარი იყო მედისონ... სიზმარი და არაფერი სხვა...
- მედისოოონ!!!! რა ჯანდაბა გჭირს?! უკვე ორი საათია შენს გაღვიძებას ვცდილობ ასე არ შეიძლება!! თუ დაგავიწყდა რომ დღეს ლოს-ანჯელესში მივფრინავთ? - მკითხა და წარბები აათამაშა...
- არა ჯემა არ დამავიწყდა უბრალოდ კოშმარი დამესიზმრა...
- ისევ?... ისევ ის დაგესიზმრა?
- ჰო ისევ ის... როგორც ყოველთვის... - ვუთხარი და სევდიანად გავიღიმე...
- აჰჰ, მედი, ხომ იცი რომ ის ციხეშია და ვერაფერს დაგიშავებს? დღეს ლოს-ანჯელესში მივდივართ... გესმის?! ლოს-ანჯელესში... ახლა ჩვენი დროა მედი, აქაურობას მოვშორდებით და ყველაფერს ახლიდან დავიწყებთ... არ დაუშვა რომ დღეს შენ ვინმემ ან რამემ მითუმეტეს მარკის ნაირმა ნაბიჭვარმა ხასათი გაგიფუჭოს კარგი? - მითხრა და ფართოდ გამიღმა...
- ჯანდაბა ჯემა...
- რამე მოხდა?
- შენ სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებ დაო... - ვუთხარი სერიოზული სახით
- აფერისტო 😂😂
- ხომ მეც მიყვარხარ 😉❤️🤣🤣
- და აი დაბრუნდა ჩემი ტვინის ბურღი მედისონ მალიკი😑😂😂
- რაა მამული თუ ჯემა სთაილზს ტვინი არ გაუბურღე?! 😕🤣🤣
- ჩემო საყვარელო, და უძვრიფასესო მედისონ, კეთილი ინებე და აწიე შენი პატივცემული უკანალი სანამ ნერვები მომშლია და შენივე ოთხის კედელზე მიმიშპაკვლიხარ 😌
- ვდგები 🙌 - ვთქვი და დანებების ნიშნად ჰაერში ხელები ავწიე... ჯემამ თავი გააქნია და მითხრა რომ მალე მოვმზადებულიყავი რადგან ხუთ საათში ფრენა გვაქვს... აჰჰ, ჯანდაბა გავიგე რომ ფრენა გვაქვს, მაგრამ მანამდე მესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია სახელად "შხაპი"
YOU ARE READING
STAY WITH ME (H.S FANFICTION)
Fanfictionმოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მედისონ მალიკი იშვილა მანიაკმა, რომელიც მას აწამებდა, ყველაფერი კი მაშინ დასრულდა როცა მან ჯემა სთაილზი გაიცნო მან იხსნა იგი ტანჯვისგან... აქ საქმე უფრო ჩახლართულადაა ვიდრე თქვენ ფიქრობთ... მედისონის და ჯემას ძმები...