2

619 83 7
                                    

jungkook' POV

დღე კარგად დაიწყო! თავი მოვიწესრიგე და უნიფორმა ჩავიცვი. დაბლა ჩავედი და მაგიდიდან ტოსტი ავიღე.

დედა! მე წავედი.

აგრამ ჯერ ადრეა, ფრთხილად იარე. _ თქვა მან.

კარგი! _ვუპასუხე და სახლიდან გავედი.

მხიარულად ამოვისუნთქე როგორც კი სკოლას გავუარე. დღეს კარგი დღეა! ვერც კი შევამჩნიე სიარულისას ჩემს წინ მდგომი პიროვნება.

*შეჯახება*

და ყველაფერი ამ პიროვნების წაქცევით დავასრულე... მას შევხედე... 0//0 და წამოდგომაში დავეხმარე.

ძალიან ვწუხვარ _ვთქვი მორცხვად. მან გამიღიმა..... გული!!!

არაუშავს ვერც მე შეგამჩნიე _თქვა მან.

მართლა ძალიან ვწუხვარ _ვუთხარი ლოყებ აწითლებულმა.

ხომ გითხარი არაუშავს^^ სხვათა შორის მე თეჰიონი მქვია _თქვა მან. მე რათქმა უნდა ისედაც ვიცოდი... მაგრამ მეც გავუღიმე.

მე ჯანქუქი ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა თეჰიონ ჰიონ. წასასვლელი ვარ.

ვუთხარი და სწრაფად წამოვედი. ჩემი გული უფრო და უფრო სწრაფად იწყებდა ცემას. სწრაფად სიარულისას კიდევ ვიღაცას შევეჯახე, ისევ...

ეს პიროვნება მიწაზე ძლიერად დაეცა.

ო არა.....ძალიაინ ვწუხვარ.... _ვუთხარი და ხელი გავუწოდე.

არაუშავს ქუქ _თქვა ბიჭმა...მოიცადე ეს ხმა.

ჯიმინ ჰიონ? ღმერთო! ძალიან ვწუხვარ, მოიცადე დაგეხმარები _ ვუთხარი მე და წამოდგომაში დავეხმარე.

ქუქ კარგად ხარ? როგორც ჩანს ვიღაცას გაურბოდი.... _თქვა ჯიმინმა მეკი გავიცინე.

ს-სულაც არა, და შენ კარგად ხარ? ძლიერად დაეცი. _ვუპასუხე მე მან კი უბრალოდ გაიღიმა.

ჰო კარგად ვარ. ეხლა კი ამოღერღე რა მოხდა. _თქვა მან და მე მე უფრო ავწითლდი.

Bestfriend [JIKOOK] book 1 Where stories live. Discover now