Pot

524 73 2
                                    


Day 30

Pot..... at the and of the rainbow there's the golden pot fillet with gold.

ეს რა არის? ოქროს ქოთანი? ზოგჯერ მეცინება მის წერილებზე. წერილი ჩანთაში ჩავიდე და სკოლიდან გავედი. გარეთ თეჰიონი იდგა და მელოდებოდა. გავუღიმე და დავუძახე.

        (ცოტა ხნის შემდეგ)

დღეს ძალიან გავერთე!! ძალიან კარგი იყო! ახლა სახლში მივდივარ** მაგრამ გავჩერდი და პარკში შევიარე.

იმედია ჯიმინი არ გამიბრაზდება... პარკისკენ გავიარე და ჯიმინი დავინახე რომელიც მარტო იჯდა საქანელაზე.

ჯიმინ ჰიონ! _დავუყვირე მე, გავიქეცი და ძლიერად ჩავეხუტე.

ჯანქუქ? _თქვა მან.

მე ძალიან ძალიან ძალიან ვწუხვარ!!_ ვუთხარი მას და უფრო ძლიერად ჩავეხუტე.

არაუშავს ქუქ! როგორი იყო შენი პაემანი? _მკითხა მან.

ძალიან მაგარი იყო!! _ვუთხარი მე მან კი თავზე მომეფერა.

მიხარია რომ ამ დღით ისიამოვნე. _მითხრა მან.

არ იდარდო ჰიონ~ ხვალ მთლიანად შენი ვარ^^ _ვუთხარი მე მან კი ჩაიცინა სევდიანად?

ხო მართლა გამომართვი! _მითხრა მან და პატარა ყუთი მომცა. _დაბადების დღეს გილოცავ!! ხვალამდე ვეღარ მოვითმინე!! _მითხრა მან. ყუთი გავხსენი სადაც გასაღების ფორმის ყელსაბამი იდო და ზედ ეწერა წარწერა  {Best}

ძალიან მომწონს ჰიონ! მადლობა! _ვუთხარი მე.

რა პრობლემაა, აი ჩემი _თქვა მან და დამანახა ჩაკეტილი გულის ფორმის ყელსაბამი რომელზეც ეწერა {Friends}

გინდა გახსნა? _მკითხა მან. მე თავი დავუქნიე. ყელსაბამი ავიღე და გავხსენი. შიგნით ჩვენი სურათი იყო...

 შიგნით ჩვენი სურათი იყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


ვაა მაგარია! _ვუთხარი მე. მან კი დაკეტა.

ჰო _თქვა მან. ყალბად ჩაიცინა და ჩამეხუტა.

შეიძლება ცოტახანს ასე დავრჩეთ? _მკითხა მან.

რა თქმაუნდა _ვუთხარი და მეც ჩავეხუტე.

მაპატიე. _მითხრა მან.

რისთვის? _ვკითხე.

მაპატიე. _მითხრა მან და გამიღიმა.

კარგად ხა--_მე შევწყვიტე საუბარი რადგან ჯიმინმა შუბლზე ფრთხილად მაკოცა.

თავს მიხედე ქუქი. _თქვა მან და წასვლა დაიწყო.

მოიცადე _დავუძახე მას და მეც შუბლზე ვაკოცე. ცოტა არიყოს გაოცებული იყო ჩემი მოულოდნელი საქციელით.

მგონი კარგად არ ხარ, რამე გაწუხებს? _ვკითხე მე.

მადლობა, უმჯობესია წავიდე. _თქვა მან.

კარგი, ხვალამდე.

ნახვამდის. _თქვა მან. მე გავიყინე..... ჯიმინს არ უყვარს დამშვიდობება. რატომ გამოიყენა ეს სიტყვა ახლა?

ვეცდები ხვალ რაც შეიძლება მეტი გავაღიმო^^



Bestfriend [JIKOOK] book 1 Where stories live. Discover now