ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც ადრე გამეღვიძათქო მაგრამ ზოგისთვის ეს ძალიან ადრეა მითუმეტეს მაშინ როცა არ გაქვს საქმე და უბრალოდ უნდა იჯდე. სააბაზანოში შევედი და წყლის ქვეშ დავდექი. ცივი წყალი მოვუშვი და თავი დავხარე. სითბოს მართლა ვერ ვიტან...იმის მიუხედავად, რომ მაგ გრძნობას მონატრებული ვარ, მაინც არ შემიძლია თბილად მოქცევა და მითუმეტეს მისი შეგრძნობა. სიტყვა სითბოსაც ვერ ვიტან. სიყვარულზე ზედმეტია საუბარი როგორ შეიძლება საქმიანობის და საჭმელის გარდა რამე გიყვარდეს? არ შემიძლია ვინმეს სერიოზულად შევხედო. აზრი არ აქვს გული არავის აქვს. პირსახოცი წელზე შემოვიხვიე და სველი თმა ზემოთ ავიწიე. კბილები გამოვიხეხე და სააბაზანოდან გამოვედი. ტანი გავიმშრალე და ჩავიცვი. თეთრი გრძელი მაიკა და ნაცრისფერი შორტი... ამ დროს კი ფელიქსმა დააკაკუნა კარებზე.
— გაიღვიძე? წყლის ხმა მომესმა და გამომეღვიძა.
— ჰო 15 წუთია მღვიძავს დავიბანე და თმის გაშრობას ვაპირებდი.
— გინდა დაგეხმარო? -რანაირად უნდა დამეხმაროს? ჯანდაბა იგულისხმა რომ თმა გამიშროს?
— ჰო რავი. თმისსაშრობი მანდ დევს – თმის გაშრობა დაიწყო. ჯერ თმისაშრობს მიუშვერდა თმას ხოლო შემდეგ ხელს აძვრენდა შიგნით. გაღიმებული სახით ვიჯექი. მსიამოვნებდა როგორ მისმევდა ხელს თმაზე და თან მეკითხება.
— ხომ არ გატკინე?
— არა
— სავარცხელი მომაწოდე. – მივაწოდე და ახლა დავარცხნა დაიწყო..
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დავდნი სკამზე. ნეტა ეს უსასრულოდ ეკეთებინა.
— გაშრა ხო? – მეკითხება მე კი ლამისაა ჩამიძინოს
— კი მადლობა ლიქს
— არაფრის. ყავას გაგიკეთებ
— კარგიი
ოთახიდან გავიდა მე კი ისევ კარადასთან მივედი შავი ჯინსის შარვალი და ჰუდი ჩავიცვი. გამოვედი ჩემი ოთახიდან და სამზარეულოში სანამ შევიდოდი ფელიქსის ხმა გავიგე რომელიც ტელეფონზე საუბრობდა.