5.

256 32 2
                                    

 მართალია, ამდენი ხნის უძინარს უფრო დიდი ხანი უნდა მძინებოდა მაგრამ 5 საათი მეძინა და გამეღვიძა. თხელი ზეწარი გადავიხადე და გემრიელად გავიზმორე. სააბაზანოში შევედი და შესვლისას მივხვდი რომ ასეთ ნორმალურ  სააბაზანოში არასდროს ვყოფილვარ. ყველანაირად მოწესრიგებული და დასუფთავებული იყო. ხელ-პირი გადავიბანე და გამოვედი.

— ფელიქს?  – ხმა არ გამცა. სამზარეულოში შევედი და ჩაიდანი ავავსე

— ფელიქს სად ჯანდაბაში გაქრი? – ისევ არ იღებს ხმას. ამჯერად ძალიან გავბრაზდი. ორჯერ დავუძახე და ხმას არ მცემს რა პატარა ბავშვივით იქცევა. მის ოთახში შევედი და არ დამხვა. სასტუმრო ოთახში შევედი არც იქ დამხვდა, საპირფარეშოშიც არც იქ იყო. საერთოთ არსად არარის. წავიდა? სად? მოიცა მოიცა სახლი მეჩვენება თუ მთლიანად დალაგებულია? ჯანდაბა ეს ბიჭი გამაგიჟებს მთლიანად დაალაგა სახლი. ამაზე კარგი რა არის? მშვიდად შევიბრუნებ ძილს.

— მოვედი - ყვირის სახლში შემოსული. კარებში გაღიმებული სახით დავხვდი რაზეც თვითონაც გაეღიმა და ხელში პარკები მომაჩეჩა.

— რაიყო უკვე ნახე, რომ შენი გასაკეთებელი მე გავაკეთე?

— სხვათაშორის კი მაგრამ ამ ღიმილისთვის სავსე პარკებს ნამდვილად არ ვიმსახურებდი

— უნდა მეკოცნა? – ჯანდაბა ფელიქს ვინ მოგცა ამის უფლება რომ ასე მელაპარაკები?

— ბევრის უფლებას აძლევ შენს თავს

— პარკები მაინც შეიტანე სამზარეულოში და რამე მოამზადე. ყავით ვერ ვიცხოვრებ 2 თვე – რა ქალივით მექცევა? თავში ყველაფერი მწყობრში გაქვს?

— ყავას გამიკეთებ? – ყველაზე დაუფიქრებელი და გაუაზრებელი კითხვა რაც ოდესმე დამისვამს. თან ამას პლიუს ისე თბილად ვკითხე, თან რა?? ჯანდაბა

— გაგიკეთებ მშიერს თუ არ მომკლავ

— კარგი – ორივე სამზარეულოში შევედით ფელიქსმა ყავის გაკეთება დაიწყო. მე კი ბრინჯის და ვერმიშელის მოხარშვა დავიწყე. ყავა მალევე გააკეთა და მაგიდაზე დააწყო, პარკიდან შოკოლადები ამოიტანა და თავისივე პარკზე დატეხა, მეც მაგიდას მივუჯექი.

Work / საქმე Où les histoires vivent. Découvrez maintenant