საერთოდ არ ყოფილა რთული კოცნა. უბრალოდ გინდება და მორჩა. თუ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდები სასურველ შედეგამდეც გახვალ. მართალია ჯერ კიდევ არაფერი მახსოვს რა ხდებოდა ჩვენ შორის 8 წლის წინ მაგრამ ფელიქსის მჯერა რომ ჩვენი ურთიერთობა იმაზე ახლო იყო ვიდრე მე წარმომიდგენია. კარგი იქნებოდა რომ მახსოვდეს ყველაფერი მაგრამ ისიც საკმარისია რაც ვიცი.
2 თვეა უკვე მე და ფელიქსი იმ სახლში ვცხოვრობთ, არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება რაც შეცვლიდა ჩემსა და მის ცხოვრებას. ადვილი მისახვედრი იქნებოდა რომ მეთქვა მე და ფელიქსი უკვე 2 თვეა ერთად ვართ-მეთქი და სერიოზულად ვიფიქრეთ-მეთქი ჩვენს ურთიერთობაზე. მაგრამ ეს რომ ვთქვა მოგატყუებთ. თან ძალიან მწარედ ამიტომ ვიტყვი რომ ჩვენს ურთიერთობაში ცვლილება არ მომხდარა. მე და ლიქსმა გადავწყვიტეთ რომ ეს ჩვენს გარდა არავის ეცოდინებოდაა. მაგრამ ერთმა კოცნამ ორივეს გონებაში დიდი ტკივილი დატოვა. ვერ ვეგუებით იმას რომ გვაქვს უფლება თავისუფლად ვიცხოვროთ მაგრამ თუ ვინმეს რამეს ვეტყვით მოგვიწევს პასუხი ვაგოთ იმაზე რაც ორივემ ჩავიდინეთ. ამიტომ ჩუმად გვიწევს ყოფნა და გვიწევს ერთმანეთს მეგობრულად ვუყუროთ. ჩვენს შორის არაფერი მომხდარა და მჯერა რომ არაფერი მოხდება. იმის მიუხედავად რომ ეს ორივეს ძალიან გვინდა მაინც შეუძლებელია. ხანდახან მართლა ძნელია თავი შეიკავო. მითუმეტეს როცა ფელიქსი გიყვარს, ძნელია მის კოცნაზე უარი თქვა და დისტაცნია გეჭიროს. სიყვარულის არ მჯეროდა მაგრამ მენატრება ის დრო როცა სითბოს ვერ ვიტანდი და ვერ გრძნობდი ადამიანების გამოხატულ სიყვარულსა და მზრუნველობას ჩემს მიმართ. ყოველ დილით ადგომა და ფელიქსის გაკეთებული საოცარი ყავის სმას არაფერი მირჩევნია. მაგრამ ძნელი საყურებელია როცა ფელიქსი იმ თვალებით გიყურებს რომლითაც შეუძლია აგიხსნას ყველაფერი მაგრამ არ შეუძლია რადგან არ ვართ იმისთვის შექმნილები რომ ერთმანეთი გვიყვარდეს. ეს არარის არც აკრძალული სიყვარული და არც სიკვდილისთვის განწირული სიყვარული. უბრალოდ ამით ჩვენს თავებს დავიღუპავთ და ამას ორივე კარგად ვაცნობიერებთ. გვინდა რომ რაღაცით მაინც ვიყოთ ბედნიერები და ერთმანეთი ელექტროსკამზე არ ვნახოთ ბოლოჯერ. ამიტომ არ ვართ ერთად. და ამიტომ არ ჰქვია ამ ურთიერთობას ოფიციალურად სახელი. მაგრამ იმდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან რომ მიკვირს თავს როგორ ვიკავებთ.