თავი პირველი

1.7K 65 14
                                    

მარი prov :

დილით ჩემი ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ეს ჩემი მეგობარი იყო.
ის ხშირად მირეკავს რადგანაც სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ.
მე კორეაში ის კი საქართვრლოში.
ჩვენ საუკეთესო დაქალები ვართ.
ტელეფონს ვუპასუხე.

-ჰეი მარი როგორ ხარ ??

- კარგად ლიკა შენ ??

- რავი მეც არამიშავს.

- რას შვები დღეს რა გეგმები გაქვს ???

მარი: რავი დღეს საყიდლებზე ვაპირებ წასვლას სხვა გეგმები არ მაქვს. შენ?

მე და ლიკა ყოველთვის ვსაუბრობთ ერთმანეთში.
და ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ.

ლიკა: კარგია მერე მანახე რას იყიდი.
რავი მე დღეს არ მაქვს გეგმები, სახლში ვიქნები რომ მოიცლი ისევ დამირეკე.

ლიკა: კარგი ნახვამდის მიყვარხარ.

მარი: მეც...
მე და ლიკა დებივით ვართ.
ბავშვობაში ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით სულ ერთად ვიყავით.
ერთად ვმაიმუნობდით, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით.

სპორტულად გამოვეწყვე, რათა თავისუფლად ვყოფილიყავი.
სპორტულად ჩაცმა ჩემი საყვარელი სტილია.

გზაში ვიყავი.
როცა წინ დავინახე მანქანა გადაბრუნებული.
როგორც ჩანს ავარია იყო.
გარშემო კი დაცვა იყო და ხალხს არ უშვებდნენ.
მე სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობდი ამიტომაც მანქანიდან სწრაფად გადავედი და ადგილზე მივედი.
როგორც ჩანს სასწრაფოს ელოდებოდნენ.

ბიჭს ჰქონდა მუცელზე ნაკაწრი.
მას კი გვერდით მეორე ბიჭი ჰყავდა.
რომელიც ძალიან ნერვიულობდა.
გადავწყვიტე მივსულიყავი და დახმარება გამეწია მაგრამ დაცვამ არ მიმიშვა .
შემდეგ დაცვა მივიდა ბიჭთან და უთხრა:
ბატონო ტაე ეს გოგო ამბობს რომ ექიმია და შემოვუშვა?

ტაე: დიახ რათქმაუნდა , და თან ხალხი გაიყვანეთ.

მივედი მათთან ახლოს.

მარი: ძალიან გტკივათ ?

- არა ძალიან არ მტკივა.
ტაემ ცოტათი გააბუქა.

მარი: კარგით მაისური გაიხადეთ.
თქვენ კი ბატონო ტაე რაიმე სუფთა საფენი მომეცით.

- რაა ? აქ გავიხადო.

მარი: დიახ პრობლემა გაქვთ ?

ტაე: ჯონგუკ გაიხადე!!!

ეხლავე მოგიტან.
და ბატონო და თქვენობითი ფორმა არაა საჭირო უბრალოდ ტაე დამიძახე.

მარი: ჯონგუკ გთხოვ სწრაფად გაიხადეთ მაისური.

ჯონგუკ: კარგი...

მარი: მაისური რომ გაიხადა მისი სხეულის დანახვაზე კინაღამ წავიქეცი. მისი დაკუნთული სხეული ძალიან სექსუალური იყო.
მაგრამ არ შევიმჩნიე.
ამასობაში ტაემაც მომიტანა საფენი.

მარი: კარგი ტაე სასწრაფო საჭირო არაა უბრალოდ საფენი გამოუცვალეთ ხშირად.
ეს არ არის ჭრილობა უბრალო ნაკაწრია.
რამოდენიმე დღეში შეხორცდება.

ტაე: კარგი და აზრზე არ ვარ საფენი როგორ გამოვუცვალო და შეიძლება თქვენ რომ წამოხვიდეთ ჩვენთან სახლში.

მარი: არა რას ამბობ, მე... მე...

ტაე: გთხოვ...

მარი: კარგი ოღონდ მალევე უნდა დავბრუნდე სახლში.

ტაე: კარგი.

მარი: სადღაც უზარმაზარ სახლში მიმიყვანეს.
ძალიან ლამაზი სახლი იყო.
ტაემ მითხრა რომ აქ 7 მეგობარი ცხოვრობენ.

1 კვირა მათთან ვიყავი .
და სანამ წამოვიდოდი ჯონგუკმა მკითხა სახელი.

მეც ვუთხარი ჩემი ნამდვილი სახელი.

ჯონგუკ: მარი??
ქართველი ხარ?

მარი: კიი.
ქართული ენა იცი?

ჯონგუკ: დამცინი ?
თითქმის კორეულზე უკეთ ვიცით ეგ ენაა ჩვენ.

მარი: რაა ??
ოო ღმერთო რა კარგია.
კარგი უნდა დაგემშვიდობო ჩემი წასვლის დროა ჭრილობაც აღარ გაქვს.
ამიტომაც ეხლა შემიძლია წავიდე...

*********************

მოკლედ როგორც ხედავთ პირველ თავში პატარა ინციდენტი მოხდა.💙💙💜💜
მაგრამ ეს ინციდენტი კარგ რამეს მოგვცემს.💙💙💙💙
პირველი თავი შესაძლოა უინტერესოა მაგრამ დამიჯერეთ შემდეგ თავებში ბევრი სახალისო რამ გელოდებათ.💙💙💙💙
ვეცდები ეს ფიკი ჩემს ფიკებს შორის საუკეთესო იყოს.💜💜💜💜💜💜💜💜💜💜

საოცნებო სიყვარული (დასრულებული)Where stories live. Discover now