ერთხელ მითხრეს, რომ მე ვარ ადამიანი ტრაგედია, ტრაგედიის გარეშე... სინამდვილეში... მე ყოველ ღამით მესმის იოგებჩამწყდარი როიალის უხმო გოდება და ამ დროს, ჩემი სული შემოანგრევს საკუთარი სხეულლის ჩაჟანგებულ კარებს. მთელ ჩემს არსებას ავსებს უკიდეგანო სევდით. მერე ჩემი თვალები ნაწყვეტ-ნაწყვეტ კითხულობენ ჩემი დღეების ჩამქრლ სტრიქონებს. მე არ ვფიქრობ სამათხოვროდ გამოწვდილ დაობლებულ ხელებზე. მე მეშინია საკუთარი უნარშეზღუდულობის. ზოგჯერ, მაშინ როცა, სრულებით ვკარგავ კომუნიკაბელურობის გრძნობას, თვალებს მივაწებებ ვინმე მხიარულს, ემოციას დავდგამ სარკის წინ და ვიმალები უკან. მე, არც ისე ნორმალური ხშიარად გავურბივარ საკუთარ უჩემობს, წამომცდარი დღიურებიდან ფართოდგახელილი თვალებით მიყურებენ მელნის ლაქები და საკმარისია ერთი ხელის აქნევა, ისინი მაშინვე შეეცდებიან გაქცევას გასასვლელისკენ