დიდად მიმიჩნევენ

9 2 0
                                    


დიდად მიმიჩნევენ, არადა ეს რომ უბრალოდ თქვა - ხალხს რომ უთხრა 16 წლის გოგონა აზროვნებით ბევრად დიდიაო გაეცინებათ. მეც მეცინება ხოლმე. მაგრამ მაინც განაგრძობენ ამაზე საუბარს და ყველას დარწმუნებას. ალბათ ჩემ ცხოვრებაში, არასდროს შევეფერებოდი ჩემს ასაკს. ყოველთვის დიდებს ვუგებდი, და ყოველთვის დიდები მიგებდნენ. რაც კი შემიძლია, მხოლოდ სიტყვების თქმაა. ამით თუ გამოაჩენ რამხელა ხარ სინამდვილეში, სხვას ვერაფერს შეძლებ. მიყვარს დაუსრულებლად წერა, რადგან საუბრის საშუალება აღარ არის. მიყვარს საუბარი, ძალიან მიყვარს, მაგრამ არა მოკლე დიალოგები, რომლებიც არც მე მითრევს და არც გარშემომყოფს. ისეთი საუბარი მიყვარს, მართლაც რომ იშვიათია და საშუალებასაც რომ ძნელად გამონახავ. მიყვარს ხანგრძლივი დიალოგები, წყნარი საუბარი გრძნობებზე, ემოციებზე, ღიმილზე, თვალებზე და თითოეულ ვარსკვლავზე ცაში. მიყვარს ადამიანები, რომლებთანაც საუბარი გამომდის, და რომლებთანაც მინდა ვცადო. ისეთი ადამიანები მიყვარს, დაუფიქრებლად რომ შემიძლია წამოვიწყო საუბარი, შემდეგ კი გავჩერდე. მასთან ერთად გავჩერდე და დუმილს მივყვე. მხიბლავს ადამიანები, რომლებთანაც სიტყვებს ვისვრი და ისინი მაინც იღიმიან, როდესაც მთლიანად ვიხსნები და ვანახებ მათ ჩემს სულს, შიშველ გულსა და სამყაროს, და მაინც იღიმიან. იმ ღიმილზე მოლაპარაკეები მიყვარს.  

ჩემ შესახებWhere stories live. Discover now