თავი 2

4.4K 399 65
                                    

ძალიან სიცხე იყო და რაღაც უსიამოვნო შეგრძნება. ჯიმინი გრძნობდა სველ ტანსაცმელს და ეს რაღაც კოშმარულ სიზმარს გავდა.

-ჰეი, აპირებ თუ არა აზრზე მოსვლას?

ეს ხმა...

ჯიმინმა სწრაფად გაახილა თვალი, თუმცა ტკივილისგან ეგრევე მოჭუტა. ის ნაპირზე იწვა, მისი ფეხები კი სველდებოდა ზღვის ტალღების ნაკადისგან.

-რა ხდება? - წამოიძახა მან და იდაყვებზე წამოიწია.

გუკი ფეხშიშველი დადიოდა გარშემო, მუხლამდე აკეცილი შარვლით. ჯიმინს უფრო მეტად გაუმართლა, მის ფეხზე მთელი ერთი ფეხსაცმელი დარჩა.

-ჯანდაბა ხდება, აი რა.

გუკის ხმა უკვე აღარ გამოხატავდა იმ დაცინვას ან მოჩვენებით ზრუნვას. ის გაღიზიანებული და დაბნეული იყო. ჯიმინს გაუხარდებოდა კიდეც, რომ არ ყოფილიყო იგივეთი შეწუხებული.

-ხო, მაგრამ ჩვენ ხომ მალე წაგვიყვანენ? -ის ცდილობდა ოპტიმისტური ყოფილიყო.

-იმედი მაქვს, ახლა კი ადექი და წავიდეთ.

-დამაცადე ცოტახანს, აზრზე მოვიდე.

-ამას ვის ეუბნები, -გუკმა თმები აუჩეჩა, -მე შენ წყლიდან ამოგათრიე, შემდეგ კი ამოვტუმბე შენი უსიცოცხლო სხეული.

ჯიმინი როგორღაც წამოდგა.

-და ვინ გთხოვა, დაგეტოვებინე...

ალფამ დაბღვერით შეხედა, ჯიმინმა კი ენახე იკბინა მაშინვე.

-რამე მჭირდება, რაზეც სიბრაზეს გადმოვანთხევ.

-ასეც ვიცოდი, -ჩაიბურტყუნა ჯიმინმა, გაიხადა ფეხსაცმელი,მაგრამ არ გადააგდო, იქნებ მეორეც იპოვოს.

-წავედით, -ბრძანება მკაცრად იყო გაცემული, თითქოს ჯიმინი მას არ დაემორჩილებოდა.

წასასვლელი მაინც არსად ქონდა.

-უკეთესი ხომ არ იქნებოდა აქ დავრჩენილიყავით? ჩვენ ძებნას დაგვიწყებენ.

კუნძული [ JIKOOK ] 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now