თავი 32

4.4K 365 84
                                    

გარდაქმნა სამზე დაიწყო. ჯიმინი დაბანეს, შეჭრეს, შეღებეს და კიდევ ეშმაკმა უწყის რამდენი რამ უკეთეს, მაგრამ ეს უმნიშვნელო იყო მასთან შედარებით, რაც კურიერმა მოიტანა. არ უნდა ნდობოდა თეჰიონს. საშინლად მოტკეცილი შარვალი და გამჭვირვალე ზედა.

-ხუმრობ ალბათ, -აღმოხდა მას, როდესაც თეჰიონმა მასზე ტანსაცმლის გახდა დაიწყო. -ეს ჩაცმულობა ეგრევე ყვირის <ალფავ, გამოჩნდი>.

-სწორედ ამაზეა გათვლილი, -გაიცინა თეჰიონმა.

-ამას თუ არ ჩაიცვამ, შიშველი ივლი, -შეახსენა ჯინმა.

-ხო მაგრამ ეს საქველმოქმედო ბალია, -აჯერებდა ჯიმინი, -მოკრძალებულად უნდა გამოვიყურებოდე, ელეგანტურად, და არა პორნო-შოუს ეპატაჟური ვარსკვლავი.

-ოხ, ჯიმინ, შენ ისეთი გულუბრყვილო ხარ! -ჯინმა სწორედ მაშინ დაამთავრა მისი მაკიაჟი. -შენ გგონია საქველმოქმედო ბალზე გოიმები და მორიდებულები მიდიან და ვიღაც ყუთით დადის და სთავაზობს <გაეცით, რამდენსაც შეძლებთ>?

-არა.

სინამდვილეში ჯიმინი ასეც ფიქრობდა, მაგრამ მის გაწითლებულ სახეზე ეს ადვილად გამოსაცნობი იყო.

-ნუ იტყუები, -ჩაიცინა ჯინმა. მან ლოგინზე ახალი ტანსაცმელი დაალაგა.

-მე მსგავს ღონისძიებებზე ბევრჯერ ვყოფილვარ და დამიჯერე, იქ მთავარი საქონელი - ომეგებია, ზოგჯერ ალფები, მაგრამ ძირითადად ომეგები. აუქციონზე მათთან ცეკვას ყიდიან, ან ბოკალ ღვინოს, ზოგჯერ განსაკუთრებით თამამებს კოცნის მოპოვება უნდათ.

-მე ნამდვილად არავინ მიყიდის, -ხელი ჩაიქნია ჯიმინმა. -და ცეკვა მაინც არ შემიძლია.

ჯინმა და თეჰიონმა ერთმანეთს გადახედეს და ჩაიცინეს.

მათ რაც არ უნდა ეთქვათ, ჯიმინი თავიდანვე მარცხისთვის იყო განწყობილი.

ეს რა ტანსაცმელია? და რატომ დასთანხმდა ამ ყველაფერს საერთოდ? გუკი ასი პროცენტით დასცინებს, როდესაც ამაში ნახავს. შემდეგ კი თავს სულელად იგრძნობს, როდესაც გარშემო ყველანი ელეგანტურად და თავშეკავებულად იქნებიან გამოწყობილები.

კუნძული [ JIKOOK ] 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now