ტკივილი

1.4K 78 7
                                    

გამარჯობა, მე ლილი ვარ 2000 წლის 21 ივლისს დავიბადე, ცხრის  ოცდაერთ წუთზე. როგორც დედა მიყვება ძალიან ლამაზი დღე იყო. ზაფხულისთვის დამახასიათებელი მცხუნვარე მზე ანათებდა და სასიამოვნო სიო ქროდა, აი ისეთი თავს ცოცხლად რომ გაგრძნობინებს. ამ დროს მე გადამიწყვეტია დაბადება, ძალიან პატარა დავიბადე, სულ შავი ვიყავი, ნახევრად მკვდარი. ამბობდნენ ვერ გადარჩებაო, მაგრამ... საბედნიეროდ ან საუბედუროდ მე ვცოცხლობ. ძალიანაც არ იყო მამა იმ ფაქტით გახარებული რომ მისი შვილი გოგო იყო. მამაჩემზეც მოგიყვებოდით მაგრამ ალბათ არ ღირს. მოკლედ გეტყვით რომ შიზოფრენია ჭირდა, თან ახალგაზრდობაში თურმე რაღაც ნარკოტიკი გაუკეთებია და ამას ძალიან უმოქმედია. საბოლოოდ ახალგაზრდობის შეცდომამ და შიზოფრენიამ ჯვარი დაიწერეს და 31 წლის ასაკში მოჩვენებები  მივიღეთ. ნელ-ნელა ყველაფერი გამძაფრდა და ბოლოს ყველაფერი ოჯახურ ძალადობაში გადაიზარდა. როგორც შემთხვევით მოვისმინე დედა ამ ყველაფერს 1 წელზე მეტხანს იტანდა. მამა უყვარდა. ძალიან.  საბოლოოდ ყველაფერი გაუსაძლისი გახდა, დედას არ უნდოდა ამ ყველაფრისთვის მეყურებინა და მამა ასეთი დამმახსოვრებოდა. ვიცი რომ გულის სიღრმეში მამას ორივე ძალიან ვუყვარდით. ახლაც ვუყვარვართ. ვიცი რომ ის კაცი, ვისაც მაშინ მამას ვიძახდი ოდესღაც ძალიან კარგი ადამიანი იყო. ან უბრალოდ მინდოდა რომ ასე ყოფილიყო.
  2002 წლის ზამთარი იყო როცა მე და დედა წამოვედით.

იისფერი. Where stories live. Discover now