უკვე ბნელდებოდა როცა ბებია და დედიდა დაბრუნდნენ.
დეიდაჩემი საოცარი ადამიანი იყო. მას შემდეგ რაც დედაჩემი სამუშაოდ თბილისში გადავიდა ყველანაირად ცდილობდა რომ ჩემი დედის როლი საუკეთესოდ შეესრულებინა. მინდა გითხრათ რომ გამოსდიოდა კიდეც. ერთმანეთის მესაიდუმლეები ვიყავით. ყველა დეტალი იცოდა ჩემზე, გარდა ერთისა...
-უჩვენოდ ხომ არ მოიწყინე?
-აქ იმდენი რამ ხდებოდა...
-ხო ალბათ შენზე ძალიან იმოქმედა თამთას ამბავმა.
-რა?
-ალბათ შენზე ძალიან იმოქმედა თამთას ამბავმამეთქი.
-არაფერი არ გამიგია.
-ნუ თუ არ გითხრა საცხოვრებლად ამერიკაში რომ გადავიდა მშობლებთან ერთად?
-არა, ჩემთვის არაფერი უთქვამს, ალბათ რაღაც გეშლება მე აუცილებლად მეტყოდა... დამშვიდობების გარეშე არ წავიდოდა.
-არა, არაფერი არ მეშლება. ხომ იცი ხმა რა მალე ვრცელდება? უკვე ყველამ იცის ამის შესახებ, მეც შემთხვევით მოვკარი ყური. მაღაზიაში რომ შევედი ვიღაც ქალები საუბრობნენ, მთელ ოჯახს ასე უცებ, ერთიანად აუკრავთ გუდა-ნაბადი და წასულან აქედანო. მე მეგონა თამთა შენ მაინც გეტყოდა რამეს და...
-არ მჯერა, ასე არ მომექცეოდა.სკამიდან წამოვხტი და კიბეებზე ავირბინე, ოთახიდან ქურთუკი ავიღე და თამთას სახლისკენ გავემართე. არ მინდოდა ის დამეჯერებინა რაც დეიდამ მითხრა, არადა გულის სიღრმეში ზუსტად ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა. თითქმის ბნელოდა, ნაბიჯებს ავუჩქარე.
სახლს მივუახლოვდი, არცერთი ფანჯრიდან არ გამოდიოდა შუქი. სრული სიბნელე. იმედი არ დავკარგე და სახლთან მისულმა შესასვლელი კარის სახელირი ბევრჯერ ჩამოვწიე. რა თქმა უნდა ჩაკეტილი იყო.
გულში საშინელი ჩხვლეტა ვიგრძენი. იქვე ჩავიკეცე და ცივ ასფალტზე ჩამოვჯექი. ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ მავსებდა სევდა, იმედგაცრუება და გაურკვევლობა. თვალები დავხუჭე, ყველაფერი თვალწინ დამიდგა, პირველი კოცნა, ჩახუტება, მასთან ერთად გატარებული ღამე.
YOU ARE READING
იისფერი.
Short Storyისტორია მოგითხრობთ ერთ გოგონაზე რომელიც საკუთარ თავს ეძებს... ამბავი ეფუძნება რეალურ ამბებს, ის აერთიანებს მრავალი ძალიან ძლიერი LGBT საზოგადოების და არამარტო ამ საზოგადოების წევრის ისტორიას.