უბრალოდ ისუნთქე.

491 56 27
                                    

არ გეჩვენებათ ეს ნამდვილად იიფერის ახალი თავია.
მომენატრეთ 🥺
___________________________________________

-საშიში არაფერია. შეგიძლია აქაურობას გაეცალო და სხვაგან მაინც შეძლო ისე ცხოვრება როგორიც შენ გინდა, როგორზეც მე ყოველთვის ვვოცნებობდი.
-და რომ ვერ შევძლო?

ჩემი ხელი მის ხელებში მოიქცია და გამიღიმა.
-შეძლებ, ძლიერი გოგო ხარ. ბევრი რამე გინახავს და გადაგიტანია დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც შეძლებ და თუ ჩემი დახმარება დაგჭირდება ყოველთვის შენ გვერდით მიგულე.

გავიღიმე და ხელები მაგრად შემოვხვიე.

-მადლობა ამ ყველაფრისთვის.
-მადლობაა არაა საჭირო.

კიდევ ერთხელ გადავეხვიე და ჩემ ოთახში ავედი. ისეთი დაღლილი ვიყავი მალევე ჩამეძინა.

დილით მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა თავი ზანტად წამივწიე ბალიშიდან და ტანსაცმლის კარადას გავხედე. როგორც ყოველთვის ერთი კარი ღია იყო და კარადის თაროებიდან ერთი დიდი არეულობა მიმზერდა. ხელი მესამე თაროში შევყავი და პირველივე შემხვედრი მაისური გამოვაძვრინე. "Find yourself." რა ირონიულია. სკამზე მიკუჭული ჯინსის შარვალი ამოვიცვი და ჩანთაში რამდენიმე რვეული ჩავდე. საუზმის თავი არ მქონდა პირდაპირ გავედი სახლიდან.

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო მაგრამ ჩემთვის ისედაც ყველა დღე ერთმანეთს გავს. ისე რომ დავფიქრდეთ რა უაზროა ყველაფერი. ერთი დღე მეორეს მიჰყვება, მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს ასე გრძელდება სიცოცხლის ბოლო დღემდე, ვერც კი ვიგებთ რამდენ დროს ვკარგავთ უაზროდ. ისე გავა რამდენიმე წელი ღირებულს ვერაფერს გავაკეთებთ, სხვებისთვის კი არა საკუთარი თავისთვისაც კი. თითქოს დინებას მივყვებით და არ ვცდილობთ რომ რაღაც შევცვალოთ.

___________________________________________

თამთას წასვლის მერე ყველაფერი ერთფეროვანი გახდა. ვიცოდი რომ ჩემთვის ბევრს ნიშნავდა მაგრამ როგორიც ჩანს ბოლომდე არ მესმოდა. არ მესმოდა რამდენს ნიშნავდა ჩემთვის.

იისფერი. Where stories live. Discover now