თამთა ძალიან ტკბილი გოგო იყო, გრძელი ქერა თმები და ლურჯი თვალები ქონდა. რომ შემოგხედავდა სიყვარულით ივსებოდი, თითოეული შემოხედვით გაგრძნობინებდა რამდენად მნიშვნელოვანი იყავი მისთვის. მისი ღიმილი მზის სხივებივით ეფინებოდა არემარეს, ღიმილით ყველაზე ცივ გულსაც კი გაათბობდა და სიყვარულით აავსებდა.
თავს უცნაურად ვგრძნობდი.
თითქოს მიყვარდა მაგრამ ეს მეგობრულ სიყვარულს არ გავდა ბევრად უფრო მეტი იყო, ბევრად უფრო დიდი, უფრო ლამაზი და ძალიან მტკივნეული.
13 წლის ვიყავი როცა გადავწყვიტე რომ ღირდა ჩემი გრძნობები მისთვის გამემხილა. უფრო სწორად მეცადა რომ ყველაფერი მეთქვა. როცა მეგონა რომ ჩემი თავი საბოლოოდ დავარწმუნე ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, შედეგებზე ფიქრი დავიწყე, მერე თავში ერთმა ფრაზამ გამიელვა: "რას იტყვის ღმერთი?" მივხვდი რომ ჩემი აღიარება არასწორი გადაწყვეტილება იყო. საბოლოოდ გადავწყვიტე რომ გავჩუმებულიყავი.
თავს უცნაურად ვგრძნობდი.
ბავშვობიდან ძალიან მორწმუნე ოჯახში ვიზრდებოდი. ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში მივდიოდით, მაგრამ დიდად არ მიმიწევდა გული. მეზობლები სათითაოდ ჩამოივლიდნენ ხოლმე, ჯერ მაკოცებნენ შემდეგ კი ჩემს ლოყებს დიდი სიყვარულის ნიშნად უჩქმეტდნენ. საშინლად მაღიზიანებნენ.
არ ვიცოდი ეკლესიაში სანთელს რატომ ვანთებდით, არც ის მესმოდა ვიღაც წვერებიანი კაცი კაბით რატომ დადიოდა, არც ის მესმოდა რატომ უნდა მომესმინა რაღაც უცნაური სიტყვებისთვის რამდენიმე (ჩემთვის გაუთავებელი) საათი, არც ის მესმოდა ნახატების წინ თვალებდახუჭული ხალხი რატომ ბუტბუტებდა რაღაცას. არც არავინ მიხსნიდა, ან თუ მიხსნიდა მხოლოდ წინადადების თავში, ან ბოლოში ნათქვამ ჩემ სახელს ვიგებდი.
თავს აქაც უცნაურად ვგრძნობდი.
არ ვამბობ რომ რწმენა ცუდია, დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ არ აქვს მნიშვნელობა: მუსლიმი ხარ, ქრისტიანი თუ უბრალოდ ევოლუციის გჯერა, რისიც არ უნდა გწამდეს, მთავარი ერთი რამეა: პირველ რიგში უნდა გჯეროდეთ და შეგეძლოთ საკუთარი თავის აღიარება. მაშინ ეს არავინ არ მითხრა, მაშინ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემში რაღაც არასწორი იყო.
ყოველთვის ვიცოდი რომ სიყვარული მხოლოდ ორ განსხვავებულ სქესს შორის არსებობდა და თუ მართლა ასე იყო მაშინ მე რატომ მჭირდა ეს? იქნებ მე უცნაური ვიყავი? იქნებ ეს ყველაფერი არასწორი იყო? იქნებ მე რაღაც ცუდი მჭირდა?
თავს ყველგან უცნაურად ვგრძნობდი.მოკლედ როგორც ხედავთ არ მიყვარს თხრობისას დიალოგების გამოყენება, იმედია მოგწონთ თხრობის ასეთი სტილი ❤
თქვენი აზრით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლილი? ეტყვის თამთას სიმართლეს თუ გააგრძელებს საკუთარი თავის დამალვას?
YOU ARE READING
იისფერი.
Short Storyისტორია მოგითხრობთ ერთ გოგონაზე რომელიც საკუთარ თავს ეძებს... ამბავი ეფუძნება რეალურ ამბებს, ის აერთიანებს მრავალი ძალიან ძლიერი LGBT საზოგადოების და არამარტო ამ საზოგადოების წევრის ისტორიას.