12. იუნგი. 25 ივნისი. წელი 20.

164 25 0
                                    

უჯრა გამოვაღე და კონვერტი ამოვიღე, რომლიდანაც ფორტეპიანოს კლავიში გადმოვარდა. ნახევრად დამწვარი კლავიში ნაგავში მოვისროლე და საწოლზე დავწექი. გული ჯერ კიდევ მიჩქაროდა. სუნთქვა გახშირებული მქონდა, ხელები კი გამურული.

დაკრძალვის შემდეგ დამწვარ სახლში მარტო წავედი. დედაჩემის ოთახში შევედი და ცეცხლისგან განადგურებული ფორტეპიანო დავინახე. ფორმა დაკარგვოდა და ვერ ვიცანი. ყოყმანის გარეშე მოვუჯექი. ოთახში მზის სინათლემ შემოაღწია. იქ მანამ ვიჯექი, სანამ სინათლე ანათებდა. რა ხმას გავიგებდი კლავიშზე რომ დამეჭირა? ვინ იცის რამდენჯერ შეხებია დედაჩემის თითები მათ. ერთ-ერთი კლავიში ჯიბეში ჩავიდე და ოთახი დავტოვე.

მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა.

სახლი ძალიან მშვიდია, მგონია რომ გავგიჟდები. 10 საათზე მამაჩემი დასაძინებლად წავიდა და უფრო დიდმა სიჩუმემ დაისადგურა. ეს ამ სახლის წესი იყო. ჩემთვის რთულია ასეთი სიჩუმის ატანა, განსაკუთრებით რთულია ამ სახლში ცხოვრება, მამაჩემის წესებზე დამორჩილება, მასთან ერთად სადილობა და მისი დავალებების მოსმენა, ამიტომაც ხშირად ვკამათობთ. მამაჩემთან ჩხუბის შემდეგ მას ვცილდები და მარტო ვრჩები. ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. გამბედაობა არასდროს მქონია .

საწოლიდან ავდექი, ნაგვის ყუთიდან ფორტეპიანოს კლავიში ამოვიღე და ფანჯარა გავხსენი. ნიავმა შიგნით შემოაღწია. ყველაფერი რაც დღეს მოხდა, ამ ნიავს გავს, რომელიც ჩემს ლოყებს ეხება. კლავიში მთელი ძალით ჰაერში ვისროლე.

10 დღეზე მეტია სკოლაში არ ვყოფილვარ. ვიცოდი გამრიცხავდნენ.

ყურს ვუგდებდი, მაგრამ არ გამიგონია კლავიშის მიწაზე დაცემის ხმა.

რამდენად ბევრიც არ უნდა ვიფიქრო, ამ ხმას მაინც ვერ გავიგებ.

რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ეს კლავიში ხმას მაინც ვეღარ გამოსცემს.

ფორტეპიანოზე აღარასდროს დავუკრავ.

BTS Notes Where stories live. Discover now