60. ჰოსოკი / 13 აგვისტო / წელი 22

42 8 0
                                    

ჯიმინი გოგონასთან ერთად იდგა სარეპეტიციო ოთახის ცენტრში. ხუთ წამიანი სიჩუმე უსასრულოდ გაიწელა. როგორც კი მუსიკის ხმა გაისმა, ორივემ დაიწყო მოძრაობა. ეს იყო ქორეოგრაფია, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ ვვარჯიშობდი ამ გოგოსთან ერთად. დავჯექი დარბაზის იატაკზე და მათ ვუყურებდი.საშინელება იყო, როდესაც პირველად გავიგე რომ ტერფის ტკივილის გამო ვერ ვიცეკვებდი. 

მხოლოდ ვუყურებდი სხვების ცეკვებს, რაც სულისშემკვრელი იყო. მაგრამ მას შემდეგ რაც ჯიმინს დავეხმარე ვარჯიშში, ვხედავდი მის განვითარებას, რეალობაში დავბრუნდი. დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა ის, რომ ცევა არ შემეძლო. მხოლოდ იმით ვიყავი ბედნიერი, რომ შემეძლო ცეკვა სხვა მხრივ გამეგრძელებინა.როდესაც ჯიმინთან ერთად ვცეკვავდი, პატარა შეცდომის დაშვებაც არ მინდოდა. ზოგჯერ ჯიმინი დროში ვერ ასწრებდა ან იმაზე უკეთესად მოძრაობდა, ვიდრე წარმომედგინა. 

ერთ მომენტში, მუსიკა გავთიშე და მოძრაობებს სათითაოდ ვასწავლიდი. მაგრამ როდესაც სარეპეტიციო ოთახის იატაკზე მაყურებლის როლში დავჯექი, დავინახე, რომ ჯიმინი განსხვავებულად ცეკვავდა. ვხედავდი გაცილებით სხვანაირ მოძრაობებს. ერთად ვარჯიშის დროს მხოლოდ ჩემს შეცდომებზე ვფიქრობდი. უმნიშვნელო შეცდომები და ნაკლოვანებები ერთმანეთთან უნიკალურ განცდას წარმოადგენდა. რა თქმა უნდა ეს გრძნობები ჩემთვის განსხვავებული იყო, მაგრამ ჯიმინს საკუთარი გრძნობების თავისებური გამოხატვის საშუალება ჰქონდა. ჯიმინის ცეკვა ბრწყინვალე და გულის ამაჩქარებელი იყო.მუსიკა დამთავრდა. რა თქმა უნდა ჯიმინმაც დაასრულა ცეკვა. დავინახე, რომ სიხარულის და შფოთვისგან სახე უბრწყინავდა. გოგონა მის გვერდით იდგა. იგი უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა. უცებ თვალები დავხუჭეთ. გოგონას ჟესტის საშუალებით შევაქე, თვითონ კი გამიღიმა. უცნაური იყო. ის დედაჩემს არ გავდა. მე არ მახსოვდა დედაჩემის სახე. მაშინ რატომ გავდნენ ისინი ერთმანეთს? უცებ გულმა ტკივილი დამიწყო. ჩემი არაჯანსაღი ტერფი მწვავედ ამტკივდა.

BTS Notes Where stories live. Discover now