61. სოკჯინი / 15 აგვისტო / წელი 22

57 8 0
                                    

გადაჭედილ გზაჯვარედინს თავი რომ დავაღწიე, ნაბიჯისთვის უნდა ამეჩქარებინა, მაგრამ გაუცნობიერებლად შევჩერდი. უკნიდან მანქანამ სიგნალით ჩამიქროლა, ვიღაცის გინებაც გავიგონე, მაგრამ ეს ყველაფერი ქალაქის ხმაურმა შთანთქა. გზის მარჯვენა კუთხეში ყვავილების მაღაზია შევნიშნე. მაღაზიის გამო არ გავჩერებულვარ. ის გაჩერების შემდეგ შევნიშნე.

მაღაზიის ინტერიერს ანახლებდნენ და პატრონს, რომელიც დოკუმენტებს ალაგებდა, უიმედოდ მივუახლოვდი. ბევრ მაღაზიაში ვიყავი, მაგრამ იმ ყვავილის არსებობის შესახებ არავინ იცოდა და მხოლოდ მსგავს მცენარეებს მაჩვენებდნენ. მსგავს ყვავილს არ ვეძებდი, ზუსტად ის მინდოდა. პატრონმა ყვავილის სახელის გაგონების შემდეგ დიდი ხნით მომაშტერდა. მითხრა, რომ მოახერხებდა ამ ყვავილების შოვნას, მიუხედავად იმისა რომ მაღაზია ოფიციალურა გახსნილი არ იყო.

- კი მაგრამ, მაინცდამიანც ამ ყვავილებს რატომ ეძებ?

სახელურს ხელი რომ ჩავჭიდე და გზაზე გავედი, ამაზე დავფიქრდი. მხოლოდ ერთი მიზეზი მქონდა. იმ ადამიანის გაბედნიერება მინდოდა. მინდოდა მასში ღიმილი გამომეწვია, მინდოდა მენახა როგორ გაუხარდებოდა. მინდოდა კარგი ადამიანი გავმხდარიყავი. 

BTS Notes Where stories live. Discover now