,,საუკეთესო მეგობრები"
თეჰიონი და ჯონქუქი საშუალო სკოლიდან მოყოლებული მეგობრები იყვნენ. განუყრელნი იყვნენ. ადრე ბევრ გიჟურ და სულელურ რაღაცეებს აკეთებდნენ. მაგალითად ეკითხებოდნენ გოგონებს ჰქონდათ თუ არა მომაკვდავი გრიპი და მისდსვდნენ მათ, როდესაც კოცნას ცდიდნენ, ისინი კი თავის გადასარჩენად გარბოდნენ. ერთხელ თეჰიონმა დედამისის პომადა მოიპარა და უთხრა ჯონქუქს, რომ ეს საიდუმლო ლაზერი იყო, რომელსაც შეეძლო დაეწვა ყველა ნივთი, რაზეც დიდხანს მიუთითებდი.
ჯონქუქმა ერთხელ სცადა დაეწვა თავისი მასწავლებლის ჭიქა, რომელიც ყავით იყო სავსე, მაგრამ არ იმოქმედა. ჯონქუქს დღემდე სჯეროდა პომადის ძალის. ფიქრობდა, რომ ადრე საკმარისად დიდხანს ვერ მიუთითა ჭიქას.
შაბათობით ისინი ყოველთვის ნაყინის საჭმელად გადიოდნენ. თეჰიონის ყოველთვის ლიმონის არომატით იყო, ჯონქუქის კი შოკოლადის ბისკვიტით.
თეჰიონს ჯონქუქის დაბადების დღეზე ყოველთვის დიდ შეკვრა ყვავილებს აძლევდა. არა იმიტომ, რომ უნდოდა,არამედ იმიტომ, რომ ბებიამისი ეუბნებოდა, რომ გაეკეთებინა ეს. ბოლო 3 წლის განმავლობაში თეჰიონი ჯონქუქს ყვავილებს აღარ ჩუქნიდა. ფიქრობდა, რომ უცნაური იყო, მიგეღო ყვავილების შეკვრა შენი ბიჭი საუკეთესო მეგობრისგან.
*გახსენება *
"ჯონქუქი და თეჰიონი ხეზე ზიან..." - მღეროდა ბავშვი, როდესაც ხის გარშემო დარბოდა, რომელზეც თეჰიონი და ჯონქუქი აცოცებულიყვნენ.
"არ თქვა შემდეგი წინადადება!! გაფრთხილებთ, თუ იტყვით ამ ვაშლებს თავში მოგარტყავთ და მოგიწევთ მომტირალი მიხვიდეთ დედათქვენებთან, სულელებო!! " - დაიყვირა თეჰიონმა.
"კ. ო. ც. ნ. ა." - გააგრძელეს დამცინავად.
"გაჩერდით!!!" - დაიყვირა ჯონქუქმა, უკვე დაეწყო ვაშლების კრიფვა.
YOU ARE READING
FORBIDDEN FRUIT ° TAEKOOK (translation)
Fanfic"ჯონგუკ , რამდენი ბურთი დაგრჩა?" ფიკი ითარგმენა. Author:@-yoonminyellow2