4

171 21 4
                                    

როცა ყველამ აირჩიეს რიცხვი და ყუთში ჩააგდეს, მათ წინ მყოფი გოგონა ცოტა აჟიტირებული ჩანდა, რომ პირველი რიცხვი გამოეცხადებინა.

    ყუთი შეანჯღრია, თავის კალთაში ჩაიდო და შემთხვევითი ორი ფურცელი აიღო. ყველა ჩუმად იყო, გოგონას უყურებდნენ ცნობისმოყვარედ. ზოგი ნერვიულობდა, ზოგი აჟიტირებული იყო.

    ჯონქუქი კი შეშინებული იყო ლიას მსგავსად, რომელიც ჯონქუქის მაისურს ებღაუჭებოდა, მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. თავის ძლივს იკავებდა, რომ არ ებღავლა. ძალიან ცუდი იყო, რომ ხალხი ვერ გაიგებდა, რა მოხდებოდა შიგნით,საინტერესო იქნებოდა.

გოგონამ  პირველი რიცხვი გამოაცხადა. "პირველი წყვილი... რიცხვი 12 და..."

"მე ვარ!" - დაიყვირა ჰოსოკმა აჟიტირებულად და ტაში შემოკრა. ყველამ მას შეხედა და სიცილი აღმოხდათ მათ პირს.

"და რიცხვი 7"

  არავის აუწევია ხელი, ყველა აქეთ-იქით იყურებოდა შეწუხებული, ცდილობდნენ ამოეცნოთ რიცხვის მფლობელი.

"ეგ მე... ვარ." - როგორც იქნა ხელი ასწია ბიჭმა, რომელსაც ნამჯუნი ერქვა. ბედნიერად არ გამოიყურებოდა, ისე ჩანდა თითქოს მისი ცხოვრების ყოველ გადაწყვეტილებას ნანობდა. წარბები შეჭმუხნა, როდესაც ყველამ სიცილი დაიწყო. არ მოსწონდა, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ გეი არც იყო,მაგრამ ყველაფერი შემთხვევითობა იყო, თუნდაც სულელური სულელური წვეულების თამაშების.

ჰოსოკმა და ნამჯუნმა კარადაში შეაბიჯეს და არავინ იცოდა რა მოხდა იქ. ყველა ჩურჩულებდა და ცუდის მოლოდინში იყვნენ,აინტერესებდათ მართლა გააკეთებდნენ თუ არა რამეს.

"ღმერთო ჩემო, ეს გეია, რა მოხდება, რომ იჟიმაონ?"

"ჰოსოკი დაინახეთ? ძალიან აჟიტირებული ჩანდა."

"ხვალ ყველას ვეტყვი"

  დრო გავიდა. უფრო ზუსტები, რომ ვიყოთ 7 წუთი გავიდა და კარადა გაიღო. ამოუცნობი გამომეტყველება ჰქონდა ჰოსოკს თავის სახეზე. ვერ ვიტყოდით ცუდად იყო თუ არა. ეტყობოდა, რომ გულზე მოეშვა, როცა საბოლოოდ დამთავრდა.

FORBIDDEN FRUIT ° TAEKOOK (translation)Where stories live. Discover now