3.Dance To This

4.4K 274 183
                                    

"Under The Kitchen Lights, You Still Look Like Dynamite And I Wanna End Up On You..."

•••••••••••••••••••••••••••••••

ჰარიმ ზეინს ანიშნა რომ მას გაჰყოლოდა. ოთახიდან გავიდნენ თუ არა მაშინვე ფეხზე წამოვიჭერი და სარკეში ჩავიხედე.

- ღმერთო ჩემო! ეს რა არის? ვივიენ, გოგოს გარდა ყველაფერს გავხარ! ზეინი რას იფიქრებდა? ახლა რა უნდა ვქნა? - წამოვიძახე აღშფოთებულმა, საკუთარი თავის დანახვისას.

- ოჰო! განა სხვისი და მითუმეტეს ბიჭის აზრი, შენთვის მნიშვნელოვანია? - მკითხა ოთახში შეუმჩნევლად შემოსულმა ჰარიმ.
- სად არის? მითხარი, რომ აქ დარჩება! - სიხარულით წამოვიძახე.
- ასე ძალიან მოგწონს?
- კი! ძალიან!
- ჩემს მერე სხვისკენ თვალი როგორ გაგირბის?
- ნუ მაცინებ ჰარი სტაილსს! - ვუთხარი, გვერდი ავუარე და მისაღებისკენ გავემართე.

ზეინი დივანზე იჯდა, ჩემს დანახვაზე გაეღიმა, წამოდგა და მომიახლოვდა.

ისუნთქე! ჯანდაბა! ვივიენ, აზრზე მოდი. გეფიცებით, თუ კიდევ ერთ ნაბიჯს გადმოდგამს გონებას დავკარგავ.

- როგორც მივხვდი იცი ვინც ვარ და შენ რა გქვია? - მკითხა გაღიმებულმა.
- შენი მონა! - წამომცდა ჩემდა უნებურად. - ვივიენი. -სიმწრის სიცილით ვუთხარი და ხელი გავუწოდე.

ხელი ჩამომართვა...

- ვივიენ, იქნებ ხელი გამიშვა. -სიცილით მითხრა.
- არასდროს! უფრო სწორად ახლავე. -ნერვულად ვთქვი და მოვშორდი.
- ყავას ხომ არ შემომთავაზებდი?
- ყველაფერს შემოგთავაზებ რასაც მოისურვებ.
- რაო? -ეტყობოდა სიცლის ძლივს იკავებდა.
- საუზმე! ჰო, საუზმე! საჭმელს შემოგთავაზებ. - ბოლო ხმაზე დავიყვირე.
- პროდუქტი არ არის. -გაისმა ჰარის გაღიზიანებული ხმა.
- ვიყიდი არ არის პრობლემა. ვივიენ თუ გინდა გამომყევი. -მითხრა ზეინმა.

-შენ ჯოჯოხეთშიც ჩამოგყვები. -გავიაზრე რაც ვთქვი და ბოლო ხმაზე წამოვიყვირე. - ეს ფრაზაა! მამა ამბობდა ხოლმე! თურმე პროდუქტის საყიდლად წასვლას რომ გთავაზობენ, აუცილებლად ასე უნდა გასცე პასუხი.

Wet Cherry (დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora