21 თავი

533 41 7
                                    

^6 საათის წინ^
Nina's Pov
ჩემი სიცილის გამო ზეინი სახეზე წითლდება. როგორ რცხვენია. ამაზე უფრო მეტად ვიცინი. უცებ კარებში გახარდბული და თვითკმაყოფილი შემოდის ნაილი.
- მიეგებეთ თქვენს ლიდერს._ თქვა თავმომწონეთ და თავი მაღლა აწია. მე და ზეინმა თვალები გადავატრიალეთ.
- რა მოხდა გოგო გამოგელაპარაკა?_ ჰკითხა ლუიმ რომელიც კიბეებზე ჩამოდიოდა.
- დანარჩენები სად არიან?_ ნაილმა ლუის კითხვა დააიგნორა და სახლს თვალი მოავლო. ლუიმ ლიამს და მეგის ასძახა მეორე სართულზე. ლუის ყვირილზე სამზარეულოდან ჰარი და ამარაც გამოვიდა. ლიამმა და მეგიმ კი შეშინებულებმა ჩამოირბინეს კიბეებზე.
- რა ხდება?_ დაიყვირა ლიამმა
- ლიამ, ჰარი,ზეინ,ლუი,მეგი,ნინა, ამარა..._ ცოტახანი გაჩუმდა.- მედისონი სად არის?
- ნაილ! დროზე თქვი_ თქვა ნერვებმოშლილმა ჰარიმ.
-მოკლედ... დერეკი ვიპოვე._ თქვა თვითკმაყოფილი ღიმილით.
ყველანი გამოშტერებული ვუყურებდით ნაილს. მგონი ის ნანატრი დღე დადგა ამდენ ხანს რომ ველოდი. უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი როგორ ვაწამო და მოვკლა ის ნაბიჭვარი. საუბარი ლიამმა დაიწყო.
- როგორ? სად არის?
- რა მნიშვნელობა აქვს როგორ მთავარია ვიპოვე.
- და სად არის?_ მოთმინება დავკარგე და უნებლიეთ დავიყვირე. ყველა გაკვირვებული მიყურებს.
- ქალაქ გარეთ. მამამისის სახლში. აი იქ სადაც ხუთ წლამდე იზრდებოდა._ ბოლო წინადადებაზე ნაილმა თვალები გადაატრიალა.
- მერე რაღას ვუცდით წავიდეთ._ თქვა მეგიმ და ყველას თვალი მოგვავლო. ლუის გავხედე რომელიც ერთ წერტილს მიშტერებოდა. საერთოდ გაიგო რა ვთქვით?
- ლუ? კარგად ხარ?_ მასთან მივედი. მაშინვე მოვიდა გონს.
- კი. უბრალოდ ჩავფიქრდი რა გზით მოვკლა და რომელი მიზეზი ამოვარჩიო იმ უამრავი მიზეზებიდან რომელიც ერთ დიდ სიას ჰქმნის. _ გაცეცხლებული თვალებით შემომხედა.
- გამორიცხულია მას მე მოვკლავ._ თქვა ზეინმა და ფეხზე ადგა.
- არა. მას მე მოვკლავ._ თქვა ჰარიმ.
- იცით რა მე ვიპოვე და მე მოვკლავ._ თქვა ნაილმა და გაიღიმა.
- მოიცადეთ! მე მინდა რომ მოვკლა._ ვთქვი და წარბები შევკარი.
- და ყველამ რომ თითო-თითო ტყვია ვესროლოთ?_ იკითხა ამარამ და წარბები მაღლა აწია.
ყველამ მას გავხედეთ.
- კარგი ეგ იქ გადავწყვიტოთ. ახლა კი მოემზადეთ და წავედით._ თქვა ლიამმა.
მაშინვე ყველა ჩვენ ოთახებში წავედით. ტანსაცნელი გამოვიცვალე და ლუის ერთ-ერთი იარაღი, რომელიც კარადაში, საიდუმლო უჯრაში ჰქონდა შენახული ავიღე და ქვევით ჩავედი. ცოტახანში კი გზას დავადექით.
არავინ ხმას არ იღებს. ყველა ჩაფიქრებული ზის. ეს უფრო მანერვიულობს. რომ მივიდეთ და იქ არავინ იყოს? ან კიდე მისი ხალხი დაგვხვდეს? ჩვენ კი არავინ წაგვიყვანია. ახლა მეშინია მაგრამ იქ რომ მივალ დარწმუნებული ვარ ისევ გაიღვიძებს ჩემში სერიული მკვლელი. რაც ერთი მხრივ კარგია. ლუის გავხედე. საჭესთან ზის და უერაქციოდ მიჰყავს მანქანა. უკანა სავარძელზე გავიხედე. ზეინს ამარა ჰყავდა ჩახუტებული. შევამჩნიე ამარას თვალებში სევდა და ცრემლი. ნეტა რა დაუშავა დერეკმა ამარას. ალბათ მანაც ჯოჯოხეთი გამოიარა. უკვე ვგრძნობ როგორ იღვიძებს მეორე "მე" ჩემში. იარაღი ამოვიღე და შევამოწმე ყველაფერი რიგზე ჰქონდა თუ არა. როგორც ჩანს ლუიმ შეამჩნია.
- ეგ საიდან გაქვს?_ მაშინვე გავხედე. მე არ მიყურებდა. ხელები ძლიერად მოკიდა საჭეს და მთლიანად დაიძაბა.
- შენი უჯრიდან ავიღე._ ცოტა შიშით ნათქვამი გამომივიდა რის გამოც ან იმის გამო რომ მის კარადში ვიძრომიალე გაბრაზებულმა გამომხედა.
- ეგ არაფერში დაგჭირდება._ თქვა და ისევ გზას გახედა. ასეთი ლუის ნამდვილად მეშინია. პირი გავაღე რომ შევწინააღმდეგებოდი მაგრამ ზეინმა მაშინვე წამართვა იარაღი.
- ლუი მართალია. არ გჭირდება ეს.
- მეც მინდა შურისძიება!_ ორივეს ვუყვირე და ხელები სავარძელს დავარტყი.
- აიღე._ დამიყვირა ამარამ და იარაღი მესროლა. იარღი პირდაპირ კალთაში ჩამიგდო. მეც მაშინვე ავიღე და ზურგს უკან მოვმალე.
- რას აკეთებ?!_ დაიყვირა ზეინმა და ამარას გახედა. ლუიმ მე გამომხედა წარბებშეჭმუხნულმა.
- ვიცი როგორია შურისძიების წყურვილი ასე რომ მიეცით საშვალება რომ თავისი სურვილი აისრულოს.
ამარას ნათქვამმა რატომღაც თავი უფრო თავდაჯერებულად მაგრძნობინა.
- მე ერთხელ გითხარი უკვე._ კბილებში გამოსცრა ლუიმ.- ამით თავს ინადგურებ.
აღარავის ხმა არ გაუღია. მთელი დარჩენილი გზა ლუი ყოველ ხუთ წუთში დაბღვერილი გამომხედავდა ხოლმე. რაც ძალიან მაშინებს.
როგორც იქნა მივედით ამ დაწყევლილ ადგილას. ყველანი სახლის კარებთან ვიყავით ნაილმა დაიჟინა პირველი მე შევალო და მართლაც ის შევვარდა პირველი და დაიყვირა "suprise" დერეკს შიშისგან ჯიქა ხელიდან გაუვარდა. ყველინი სიცილით შევედით შიგნით.
- ხელი ხომ არ შეგიშალეთ? _ჰკითხა ჰარიმ და იარაღი გადატენა.
- ჰმ... როგორც ჩანს ეწყინა ჩვენი დანახვა._ თქვა ვითომ მოწყენილმა და ლიამ გახედე. იმანაც მხრები აიჩეჩა.
-თქვენ აქ რა გინდათ. _ნელ-ნელა უკან სვლა დაიწყო.
- აბა სხვაგან სად უნდა ვყოფილიყავით?_ წარბებშეჭმუხნილმა იკითხა ლიამმა.
- კარგით. გეყოთ. უკვე ვეღარ ვითმენ._ თქვა ლუიმ და იარაღი დერეკს დაუმიზნა.
ყველამ იგივე გავაკეთეთ.
- ჯოჯოხეთში შევხდებით._ თქვა დერეკმა და ხელები გაშალა.
- დაგველოდე_ თქვა ლუიმ და პირველი ტყვია მან ესროლა.
შემდეგ ლიამმა, მეგიმ, ჰარიმ, ნაილმა. ჩემი ჯერი რომ მოვიდა რატომღაც ხელი ამიკანკალდა. ჩემთან ამარა მოვიდა.
- ერთად ვიძიოთ შური._ ყურთან მითხრა და ხელი მომკიდა. ერთად გამოვკარით ხელი ჩახმახს და დერეკს ვესროლეთ.
- ეს ჩემი ოჯახისთვის._ ისევ ჩუმად თქვა ამარამ.
- ბოლო და გადამწყვეტი ტყვია მე მეკუთვნის._ თქვა ზეინმა და ტყვია პირდაპირ შუბლში დააჭედა.

Bad or Good (დასრულებული)Where stories live. Discover now