შესავალი

13 1 0
                                    

  დილა. გარეთ ჩიტების ჟრიამული ისმის და ხალხი დგება ახალი დღის დაწყებისთვის. ზოგის დილა ყავის ჭიქით და დილის ახალ მოტანილი ჟურნალით იწყება, ზოგის აბაზანაში თავის მოწესრიგებით, ხოლო ანეტას ჯერ კიდევ თავის რბილ ორადგილიან საწოლში სძინავს. დაიწერა თუ არა ტელეფონის ეკრანზე 8 საათი და ანეტას მისი აზრით საზიზღარმა მაღვიძარამ თავისი არსებობის შესახებ გაახსენა მძინარე პატრონს. ანეტამ იმ  წამსვე მოულოდნელი ხმის გამო წამოდგა და დაფეთებულმა დაიწყო ხმაურის გამომწვევი მიზეზის ძიება და თვალი წამოაკრა მისთვის დიდიხანს ნაცნობ მაღვიძარას. მან გათიშა მაღვიძარა და აბანოში პირის დასაბანად შევიდა. ''ისევ დილა და ისევ სკოლაშ'' გაიფიქრა მან. 5 წუთის მერე როცა აბანოდან გამოვიდა, ანეტამ მისი საყვარელი შებრაწული ქათმის სუნი იგრძნო. სანამ იგი სამზარეულოში ჩავიდოდა მას გაახსენდა დღევანდელი ღამის უცნაური სიზმარი, მაგრამ იგი არცერთი სიზმრის ნორმალურობას ვეღარ ამჩნევს. ანეტა ფეხაკრფით თავისი ლოგინისკენ მივიდა და მის ქვეშიდან პატარა რვეული და მასსზე მიმაგრებული პასტა ამოიღო. რვეულზე ხელით დახატული პლანეტები და ვარსკვლავები ეხატა, ზოგან კი უკვე გაცვეთილი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა მის სილამაზეს არაფერი არ აფუჭებდა. 

      " სიბნელე, მე ვარ ბნელ ოთახში. არაფერი არ ისმის და არ ჩანს. გული ამის გამო ჩკარა მითქარუნებს და შიშით თვალებში ვიყურები, მაინც რამე ან ვინმე დავინახო. მაინც სიბნელეა. დაახლოებით 2 წუთში დავინახე, რომ ვიღაცა მოდის შორიდან. თავდაპირველად გამიხარდა, მაგრამ რომ ვეცდებოდი დაველაპარაკო იგი უბრალოდ თავ ჩაღუნული მე მიახლოვდებოდა. მე უკანსვლა დავიწყე იქამდე, სანამ უჩინარმა კედელმა არ გამაჩერა. როცა მას ჩემამდე რამდენიმე მეტრი დარჩა მე გავიგე მოხუცი კაცის ხმა, რომელიც რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვარჩევდი მისი ნათქვამიდან. როცა მას დარჩა რამდენიმე სანტიმეტრი მე თვალები მაგრა დავხუჭე და გავახილე მარტო მაშინ როცა მაღვიძარის ხმა გავიგე. არვიცი რატომ, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ის კაცი რაღაცა მნიშვნელოვანს მეუბნებოდა, რაღაცას რაც აუცილებლად უნდა ვიცოდე."

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 18, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Stuck in disasterWhere stories live. Discover now