•••

437 18 2
                                    

/ჯონგუკი/

რაც იუნგი წავიდა კოლეჯიდან მის მერე არც ჯიმინი არ მინახავს, არც მამამისი. იუნგი რომ წავიდა ოთახის მეზობელიც დავკარგე და კარგი მეგობარიც, იმის მიუხედავად რომ თავი გამიტეხა და სახეც შემილამაზა და პლუს ამას ემატება მისი ბუზღუნი და უხეშობა, მაინც მაგარი ტიპი იყო. კავშირი გვაქვს მაგრამ ძალიან იშვიათად ვსაუბრობთ. იუნგის წასვლის მერე ახალი ოთახის მეზობელი არ მყოლია და ბოლო რამოდენიმე თვე რომ იყო დარჩნილი მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა ვიღაც ტატყიანმა გადმოსვლა. ნუ ჯერ არც ვინობ მაგრამ მერჩივნა მარტო ვყოფილიყავი, ახლა მომიწევს ზედმეტი ფული გადავყარო სასტუმროებში. კოლეჯი უმტესად გართობისთვის არაა? ჰოდა მშვენივრად ვერთობი, ხან გოგონები ხან ბიჭები, ჩემნაირს უარს მაინც არავინ ეტყვის. სიმპათიური მაღალი და არც ზედმეტად დაკუნთული, ჩემს პრესზე გოგონები იდორბლებიან. 
ყოველ ღამე არა მაგრამ დღე გამოშვებით მაინც ვარ ნასვამი და მშვენირ ფორმაში ვარ, მთვრალს ძალიან იშვიათად მნახავთ ამ მდგომარეობაში საშინლად ვიქცევი და მითუმეტეს გამოვიყურები.
მოკლედ რომ ვთქვათ კოლეჯს როგორც კი დავამთავრებ პირდაპირ მამაჩემის კომპანიაში უნდა დავიკავო მფლობელის და მთავარი დირექტორის სტატუსი. კომპანია ამჯერად დედაჩემის ხელშია რადგან მამა ორი წლის წინ გარდაიცვალა. მოგატყუებთ რომ გითხრათ განვიცდითქო მაგრამ ზოგჯერ მეც მენატრება. მამაჩემი ჩვეულებრივი კაცი იყო..იმას თუ არ ჩავთვლით რომ უზარმაზარ და წარმატებულ კომპანიას ფლობდა.



/თეჰიონი/
სწავლის მიწურულს გადაწყვიტა მამაჩემმა რომ ძველ სახლში უნდა დაგვეტოვა ყველაფერი ცუდი და დედასთან მოგონებებიც, არ მომკვდარა წავიდა, რატომ არ ვიცი თითქოს გიჟდებოდა მამაჩემზე მაგრამ როგორც ჩანს არა. ჯერ ძალიან განვიცადე მაგრამ მალევე გადამიარა. მამაჩემი არაჩვეულებრივად ართმევს თავს ორივე დედის და მამის როლის შესრულებას, რაც გასაკვირია იმიტომ რომ ძალიან მალე იბნევა მაგრამ ცდილობს და ეს სახეზეა. ახლა ძველი მოგონებებით სავსე სახლისგან ძალიან შორს ვართ. მე და მამამ მალევე მოვაწყვეთ ყველაფერი ახალ სახლში ჩემი ოთახის გარდა რადგან მამას უკვე ორი კვირაა საბუთები აქვს გაგზავნილი ახალ კოლეჯში. გაიგო რომ ოთახის მეზობელი მეყოლება და თანაც ბიჭი, მამამ დიდიხანია იცის რომ ბიჭები მომწონს და ძალიან კარგად მიიღო ყველაფერი, გამიმართლა. მამაჩემი ყოველთვის უფრო მიყვარდა ვიდრე დედა, დედამ ვერ მიმიღო როგორიც ვარ და ძალიან ცდილობდა რომ აზრი შემეცვალა რაზეც მამა იმდენად ბრაზდებოდა რომ ერთხელ ხმასაც აუწია რაც ჩემთვისაც და დედასთვისაც ძალიან უცხო იყო.
მოკლედ როგორც კი გაიგო ახალი "შმოტკები" მიყიდა, მეც საჩუქარზე უარი არ ვუთხარი და ჩანთაში ჩავიწყვე, გაუხარდა და მითხრა რადგან ბოლო დღეა შენს საყვარელ ფილმს ვუყურებთ და ხვალ რამოდენიმე თვით დაგემშვიდობებიო. რათქმა უნდა ყოველ დილა საღამოს დამირეკავს ან მომწერს და ეს ერთ-ერთი მისი თვისებაა რომელიც მეც გამომყვა და ძალიან მომწონს, ასე მზუნველობას გამოხატავს.

[Strawberries and cigarettes]Where stories live. Discover now