•••

178 14 1
                                    

/თეჰიონი/

ორშაბათ დილით ბეკონის მადის აღმძვრელი სუნი მაღვიძებს და ასევე მადის აღმძვრელ ვაჟბატონს საცვლის ამარა უყვარს ტანტალი. იმის მიუხედვად რომ ჯერ ძალიან ადრეა ცალკე ბეკონზე ვიდოჟები ცალკე ჩემს ოთახის მეზობელზე, დილა ასე არაჩვეულებრივად დაიწყო და არაჩვეულებრივადვე გაგრძელდა როცა ტელეფონის ბზულმა ფიქრები გამიფანტა და მამამ თბილი დილა და კარგი დღე მისურვა, იგივეთი ვუპასუხე და გამეცინა. ხანგრძლივი შხაპის და გემრიელად ცმაცუნის შემდეგ კარადის ჩემს განყოფილებას გადავხედე და ვიფიქრე რომ გაპრანჭვა არ მაწყენდა. ამიტომ თმა დავიხვიე წითელი გრძელმკლავიანი ტოპი და ნაცრისფერი სპორტული შარვალი ჩავიცვი რომელიც წელზეც კაგად მეკვროდა და საჯდომზეც. რომ გამოვიცვალე ტელეფონი და რამოდენიმე წიგნი ავიღე ფეხზე ჩავიცვი და ჰოლში გავედი სადაც არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თვალებს ჩემზე. არ მოვიტყუები ძალიან მომწონს ყურადღება, თბილად გავიღიმე და საზოგადოებას ხელი დავუქნიე, პასუხად იმდენი კომპლიმენტი მომესმა თავი ინგლისის დედოფალი მეგონა ცხვირი ოდნავ ავიბზუე და ლექციასაც მივაგენი. ჩემი დიდი გატაცებაა ხელოვნება, ძალიან მიყვარს ხატვა და ნელნელა ვსწავლობ. ლექციაზე ჯინი შემხვდა და მეტიტინა სანამ ლექტორი არ დაგვემუქრა გაგყრითო. დღის ბოლოს ოთახში შევედი და გადავწყვიტე გუკს უკეთ გავცნობოდი. ნუ გეგმები ჩამეშალა, გუკი ოთახში არ იყო საწოლზე ვარდისფერი სტიკერი დამხვდა 'გასული ვარ და შეიძლება ხვალამდე არც მოვიდე'. არაუშავს შემიძლია გვიანობამდე მულტფილმებსვუყურო და ჟელიბონებით გამოვსკდე.


ღამის ოთხზე რომ ფრუტუნი ხვნეშა და წკმუტუნი გესმის ან იმის შიშით გაიღვიძებ რომ შენს გვერძე მოჩვენებები ატარებენ თაფლობის თვის მნიშვნელოვან ნაწილს ან მამამ ლეკვი მოგიყვანა და თან ნასვამია. ჩემს შემთხვევაში უარესი პეიზაჟი დამხვდა როცა პატარა ღამის სანათი ავანთე და თვალები მოვისრისე. ჯონგუკზე შემხტარი კედელზე აკრული ქერა გოგო და მათი ტუჩები ტყლაშუნის ხმა მთელს ოთახში ისმის და ნამდვილად არ მინდა მათ კვნესასაც გავუძლო ექვსამდე...დარწმუნებული ვარ მეტიც შეუძლია ჰო როგორ არა ნამდვილად ნეტავ როგორ...სტოპ! ფიქრები გავფანტე და ჩავახველე. გაჩერდნენ და ორივეს მზერა ჩემზე გადმოვიდა ახლა მეც ავწითლდი გუკმა გოგო ჩამოსვა ამოიხვნეშა და გაუშვა, უკმაყოფილება ქერამ კარების მობრახუნებით და ფეხების ბაკუნით გამოხატა გუკმა მაინც არ მინდოდაო ამოიბურდღუნა მაისური გაიძრო საწოლზე დავარდა და წუთებში გაითიშა.
"ძილინებისა ჰო" ამოვიბურდღუნე და ისევ დაძინება ვცადე.

[Strawberries and cigarettes]Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon