/თეჰი/
დილით ბლინების მარწყვით და ცივი კრემით მორთული თეფში დამხვდა. პირი რომ ჩავიტკბარუნე მამამ ბარგი მანქანის საბარგულშ ჩააწყო და სადღაც ნახევარ საათში ჯიპიესმაც დაიწრიპინა. მოვედით...მანქანის გაჩერებისთანავე გადმოვხტი და კარები ოდნავ მივაბრახუნე, მამას ბარგი გამოვართვი თითისწვერებზე ავიწიე ძლიერად ჩავეხუტე დავემშვიდობე და ლოყაზე ვაკოცე. გამიღიმა და მითხრა უკვე დროაო მეც შევბუნდი და უკანმუხედავად შევედი შენობაში./გუკი/
ახალ მოსწავლეს ყველა ფანჯრებიდან აშტერდბოდა, უკვე არსებობდა მოსაზრებები თუ ვინ იყო მაღალი კაცი, მამა? თინეიჯერები მამებს ასე არ ეფერებიან..როგორც ვიცი
შეყვარებული? შესაძლოა მართლაც ის უხდის კოლეჯის ფულს. ან შეიძლება უბრალოდ მეგობარია.
მე მხოლოდ ბოქსერებში პირში სიგარეტ გათხრილი თვალებ დაწითლებული არეული თმით ვდგავარ ფანჯარასთან და ნელ-ნელა ვაბოლებ..და ამ დროს უზარმაზარი ღიმილით ფართოდ აღებს კარებს წითელთმიანი ბიჭი ყვითელი ზოლიანი ვიწრო შარვლით და შავი მაისურით და მისი საყვარელი ღიმილიც ახმება სახეზე, წითლდება და ნელა შემოდის ოთახში. თავი არ შემიწუხებია და უბრალოდ მისკენ მივბრუნდი.
"გამარჯობა" ბურტყუნებს და გაცილებით უფრო ბოხი ხმა აქვს ვიდრე შეეფერება.
"გამარჯობა.."
ჩანთა უკვე მის საწოლზე დააგდო გადაიხარა და ამოლაგება დაიწყო, მე კი მოვიტყუები რომ ვთქვა რომ არ დავკვირვებივარ./თეჰიონი/
ოთახი თბილია და მყუდრო და არც ისე პატარა. ორი საწოლი მათ შორის ფანჯარა, საწოლების გვერდით ტუმბოები რომლებზეც საათი და ღამის სანათები დგას, იქვე პატარა სააბაზანო და სამზარეულო. ჩანთა რომ ამოვალაგე გამოცვლა გადავწყვიტე, არ მინდოდა მის წინ გამომეცვალა ამიტომ ტანსაცმელი ავიღე და სააბაზანოში გამოვიცვალე, ნაცრისფერი კომფორტული შარვალი და ზედმეტად დიდი მაისური რომელსაც თეთრი ბაჭია ახატია. სააბაზანოდან გამოვედი და საწოლზე კომფორტულად მოვკლათდი. ამჯერად შარვალი მაინც ეცვა თმა უკან ქონდა გადაწეული მაისური არ ეცვა და ალაგ ალაგ სხეულზე ტატუებიც ეტყობოდა...დიდები არა, პატარები და უბრალოები. სამზარეულოში იყო და მგონი კვერცხს წვავდა, კვირაა და დღეს სწავლა არ გვაქვს. დამინახა რომ ვუყურებდი სწრაფად ავიღე წიგნი და გადავშალე, და ჰო უკუღმა მეჭირა. "გშია?" თითქოს უხეში ტონით თქვა მაგრამ ღიმილი მაინც დასთამაშებდა ტუჩებზე "არა" მოკლედ მოუჭერი წიგნი გადმოვაბრუნე და ინტერესით ვაკვირდებოი ფურცელს..მერე მალევე გადავდე და გადავწყვიტე შენობა დამეთვალიერებინა. გარეთ როგორც კი გავედი ოდნავ ავნერვიულდი და ფეხების ტყაპუნით გავიარე ჰოლში, ოთახიდან მაღალი ბიჭი გამოვიდა უკან კი ჯუჯა გამოყვა გამიღიმეს და მეც თბილი ღიმილი დავუბრუნე "გამარჯობა მე ნამჯუნი ვარ" გამიღიმა და ლოყები ჩაეწყლიტა...კინაღამ ჩავიკეცე "გამარჯობა" მორცხვად გავუღიმე და ახლა პატარაზე გადავიტანე ყურადღება "მე ჯინი ვარ, თეჰიონი არა? ლამაზი სვიტერია" საყვარლად გაიღიმა და თვალები მოეხუჭა "ჰო თეჰიონი, მადლობა მამამ მიყიდა" ფართოდ დავიკრიჭე და ჩემივე მაისურს დავხედე, მართლაც საყვარლად მეცვა "აჰ მამა! რათქამაუნდა..სხვათაშორის ზოგს შენი შეყვარებული ეგონა ზოგს კიდევ დამფინანსებელი, ნუ თუ მიხვდები რასაც ვგულისხმობ" კეფაზე მოისვა ხელი და თითქოს არაკომფორტულად გაიღიმა "მამაჩემია"
"კარგი შეხვედრამდე თეჰი! იმედია მოგეწონება აქაურობა" ხელი დამინიეს და იმილით დამტოვეს რომელიღაც კარის წინ. როგოც ჩანს ისინი მინიც დამიმეგობრდებიან, ძალიან კარგი.

YOU ARE READING
[Strawberries and cigarettes]
Fanfictionბოთომ თეჰიონი ჩემი რელიგიაა და თუ თოფ თეჰიონის ფანები ხართ კონკრეტულ ფიკს არ გირჩევთ :3 ჰჰჰ Btw პირველი ფიკის გაგრძელებაა და დამავიწყდა რომ არ მითქვავს:3