დღე

15 1 0
                                    

 მაშინვე პოლიციაში დარეკვა გადავწყვიტე მაგრამ უკნიდან ლიზას ხმა გავიგონე. ჯერ კიდევ არ წასულხარ?დამიძახა შორიდან და ჩემსკენ წამოვიდა. დავიბენი არ ვიცოდი რა მეთქვა. მოდი ჩემთან შევიდეთ ვახშამზე ჩემები გვიანობამდე არ მოვლენ კარგი? დავიბენი რა მეთქვა ხელი ჩამჭიდა პასუხს არ დაელოდა და წამათრია. სამზარეულოში შევედით დახმარება შევთავაზე მაგრამ ყველაფერს ჩემით მოვუვლიო.დანას საკმაოდ კარგად ხმარობდა მის შესახედაობასთან შედარებით. ვკითხე სააბაზანო საით იყო ხელების დასაბანად. კოლიდორის ბოლოში მარცხენა კარია ისე მიპასუხა არც შემომხედა წავედი და შესვლისას შევამჩნიე რომ მოპირისპირე კარი ოდნავ ღია იყო. მოვწესრიგდი და გამოვედი მაგრამ იმ კარიდან საშინელი აურა მოდიოდა ოდნავ გაღებულ კარში შევიხედე და ადგილზე გავიყინე იმ სანახაობით. ენა გადავყლაპე და კანკალით  ნელა ლიზასკენ მივაბრუნე თავი ის კი უკვე ჩემთან იდგა დანით ხელში და გიჟის სახით მკითხა რამე მოხდა? არაფერი ისეთი ღია შევნიშნე და მოხურვას ვაპირებდი. მაშინ წავიდეთ მივირთვათ მზადაა და ისევ დაუბრუნდა თავისი ღიმილი. საჭმელი ყელში არ გადადიოდა ისეთი საშინელი რამე ვნახე ჯერ ის სახლი ახლა ეს ოთახი. ლიზა კი არაფერს იმჩნევდა და იღიმოდა. უცებ გამახსენდა რომ დღეს კვირა იყო, ლიზა მამაშენი სად მუშაობს? კითხვა დავსვი და ხელი გააშეშა და გათეთრდა.ფოსტაში მუშაობს ხო? თავი დახარა და ხელები შეართა.დღეს კვირაა და ფოსტა არ მუშაობს და სად არიან შენი მშობლები ? კანკალმა აიტაცა. ადგა სერიოზული უგრძნობი სახით. გაეთრიე დამიყვირა, დროზე გაეთრიე აქედან. უცებ ავიღე ჩანთა და გამოვედი. გზაში გონებას ვერ ვალაგებდი. მეგონა ჭკუაზე ვიშლებოდი. სახლში მივედი ლოგინზე ისე დავწექი როგორც უსულო ნივთი .შემდეგ გამახსენდა რომ სკოლაში ახალი მოსწავლე გადმოდის ნეტავ ვინ უნდა იყოს. ხვალ ვნახავ. დილით გავიღვინძე მაგრამ ლიზასთან არ გამივლია. პირდაპირ სკოლაში წავედი. შევედი დავჯექი ჯერ არაფრი ხდებოდა და უცებ კლასში ლიზა შემოვიდა. შემეშინდა და ვუთხარი აქ რას აკეთებ? როგორ თუ რას მე შენი კლასელი ვარ. მე გამეცინა როგორ თუ ჩემი კლასელი შენ ხომ სხვაგან .... მოიცა ანუ შენ ხარ ახალი მოსწავლეე? პირდაპირ მუხლებში ჩავიკეცე. ახლა ნამდილად ლიზასთან ერთად უნდა ვიარო. მაგრამ ის ხომ..... მან ხომ... მან თავისი... კარგი რაც ა უნდა იყოს მე ამას შევძლებ.იმ სახლში უნდა შევიდე რომელშიდაც გვამი იყო და თან ლიზას ვუთვალთვალო, იმ დღეს ლიზა მივაცილე და ცოტათი ჩემი სახლისკენ წავედი ლიზას თვალის ასახვევად. შემდეგ უკან დავბრუნდი ღობეზე გადავხტი და სიმამაცე მოვიკრიფე სახლში შევედი სულ მტვერი და ნაგავი იყო როგორც ჩანს ამ სახლს ბევრი სტუმარი ყავს. მეორე სართულზე ავედი და იმ ოთახისკენ წავედი საითაც ცხედარი დავინახე კარი შევაღე და ფეხი სისხლის გუბეში ჩავდგი, პირზე ხელი ავიფარე საშინელება იყო კაცს თავი გვერდით ქონდა გადაგდებული სახე არ უჩანდა მის ხელზე უკვე მატლები დაცოცავდნენ. საშინელი სუნი იდგა,
ერთი ღრმად რომ ჩაგესუნთქა გაითიშებოდი. მინდოდა მენახა ვინ იყო თუმცა მთელი სახე იატაკზე ედო.
გარეგნულად 40წლის მამაკაცს გავდა სუსტი და დაბალი უკვე ნახევრად გამელოტებული. ხელით შეხებას ვერ ვბედავდი თუმცა მინდოდა სახე მენახა, ფეხით ვცადე მისი სხეულის გადატრიალება და იმაზე საშინელი რამ ვნახე ვიდრე აქამდე იყო. ორივე თვალში ფანქარი ქონდა ჩარჭობილი, ეს არ იყო ორი განსხვავებული ფანქარი ერთი ფანქარი იყო შუაზე გატეხილი. ფანქრის ერთი ბოლო მოღრნილი იყო კბილებით ისე რომ საღებავი ამძვრალი ჰქონდა. ხოლო მუცელში სამზარეულოს დანა ჰქონდა გაყრილი თუმცა ერთხელ არ იყო დაჭრილი. დანით ნახევარი მუცელი გამოფატრული ქონდა, ახლა მივხვდი საიდან მოდიოდა ეს სუნი. ოთახში სხვა ვერაფერი ვიპოვე გარდა წარწერა კედელზე ფანქრით:"ისინი ჩემები არიან, ნუ ცდილობ მათ წართმევას" ასოები ისე იყო დაწერილი გეგონება კედლის დაკაწვრას ცდილობდა. მაშინვე სწრაფად გამოვიქეცი და გამოსვლის თანავე ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი.ღობეზე გადავხტი და სახლში წავედი, ეს ყველაფერი უკვე საშინელებათა ფილმს ემსგავსებოდა.შემდეგ დღეს სკოლაში ერთად წავედით, ლიზა ხტუნვა ხტუნვით მიდიოდა და თან მეუბნებოდა რომ სიურპრიზი ჰქონდა ჩემთვის. მე ვერ ვხდებოდი რა მეგრძნო გამხარებოდა თუ შემშინებოდა. თუმცა ლიზას რომ არაფერი ეგრძნო მეც ვუღიმოდი. სკოლაში ლანჩის დროს განმარტოებით ფანჯარასთან ვიჯექი როცა ლიზა მომიახლოვდა ხელები ზურგს უკან ჰქონდა და მიღიმოდა. მე ვერ ვხდებოდი რა უნდოდა და უეცრად ცხვირ წინ ნაჭერში გახვეული საჭმლის ყუთი გამოჩნდა. ლიზა ეს რა არის? გაკვირვებულმა ვკითხე. ეს შენი ლანჩია, სპეციალურად შენთვის მოვამზადე, გთხოვ მიირთვი. მიპასუხა მან. აქამდე ჩემთვის ლანჩი არავის მოუმზადებია და მეც პატარა ბავშვივით გაოცებული ვაგემოვნებდი მის გაკეთებულ საჭმელს. მადლობა ლიზა ძალიან გემრიელია, მართლა ჩემთვის მოამზა..... ლიზას შევხედე და სწორედ ისეთი გიჟური გამომეტყველება ჰქონდა როგორიც მაშინ სახლში რომ დამპატიჟა, ის ჩემს ფეხსაცმელს უყურებდა, მეც დავიხედე და ფეხსაცმლის წვერი სისხლით მქონდა დასვრილი ეს ალბათ მაშინ მომივიდა იმ კაცის გადატრიალება რომ ვცადე. ლიზამ შემომხედა და აცახცახებული მკითხა: ეს, ეს რა არის? სად, სად იყავი? და უეცრად ზარიც დაირეკა და გადავრჩი ლიზა გაკვეთილებზე აღარ მინახავს ლანჩის შემდეგ სახლშიც მარტო წავედი. ახლა სულ ის გვამი მიტრიალებს თავში და ლიზას სახლში ნანახი... თუმცა ამას ჯერ ვერ ვხდები და ვერც ვიჯერებ რაც იქ ვნახე, იქნებ მომეჩვენა უბრალოდ მაგრამ ლიზას ეს ქცევები უფრო მეტ ეჭვს ბადებს უფრო და უფრო საშინელი გრძნობა მეუფლება.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 22, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ბედი და ირონიაWhere stories live. Discover now