იმ ღამეს კარგი და ლამაზი დრო გავატარეთ.ბევრი ვიხალისეთ,ბევრი საერთოც აღმოვაჩინეთ:ორივეს გვიყვარს ფიქრი და ორივე ძალიან ზარმაცები ვართ.და გავიგე რომ ლიზა ქვია.ამის შემდეგ ერთად მეტ დროს ვატარებდით,ერთად ვისხედით მეტროში და უფრო დავახლოვდით. მაგრამ მის სახეს რაღაც შემაწუხებელი არ შორდებოდა,რაღაც რაზედაც დარდობდა ყოველთვის.მაგრამ არ იცოდი რა იყო ეს, იქნებ სწორედ ამის ბრალი იყო მისი ტირილი. მაინც ვერაფერს ვხვდებოდი,დღეები კი მიდიოდნენ და ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლებოდა.ერთ დღეს მეტროში ჩასვლისას ელექტროენერგია გაითიშა, შუქები ჩაქრა და ხალხი საშინელ პანიკაში ჩავარდა, გასასვლელისკენ გარბოდნენ ერთმანეთს ხელს კრავდნენ, კიბებიდან აგდებდნენ. უეცრად ამ პანიკაში ლიზა გამახსენდა და მისი მოძებნა დავიწყე, შეშინებული მთელი ხმით ვეძახდი,თვალები ცრემლებით ამევსო,ხმა ჩამეხლიჩა და შემეშინდა. შემეშინდა იმის რომ ვეღარასდროს ვნახავდი მას, ვეღარ შევეხებოდი,ვერც მის ღიმილს ვნახავდი და ვერც მისი თმის სურნელს.ვეღარასდროს ვნახავდი მის თვალებში დამალულ სამყაროს რომელმაც მე სიცოცხლის ხალისი და მიზანი დამიბრუნა.და ამ გაურკვეველ აზრებში გავიგონე ხმა რომლის გაგონებისთვის ყველაფერს გავიღებდი.ეს მისი ხმა იყო, ის გასასვლელში იდგა და მეძებდა.გამიხარდა,თვალებიდან ცრემლი მოვიწმინდე და ბედნიერი მისკენ წავედი.მაგრამ ეს ხალხის ბრბო გზას არ მაძლევდა.ვიმუხლებოდი ხელს მკრავდენენ მაგრამ დანებება არ შემეძლო,თუნდაც ლიზას გამო, ამიტომ დიდი ბრძოლის შემდეგ დალურჯებულმა და ძალა გამოცლილმა მივაღწი მასთან და ჩავეხუტე,ის ჩაიმუხლა და ჩემი თავი კალთაში ჩაიდო.მაშინ ვგრძნობდი როგორ მეცემოდა მისი ცრემლები როგორ მეხებოდა მისი თმა.სხეულში აუღწერელ სითბოს ვგრძნობდი.შემდეგ ავდექით და გზას ერთად გავუდექით
YOU ARE READING
ბედი და ირონია
Storie d'amoreამბავი არის გაუბედავ და უცნაურ წყვილზე ძალიან საინტერესოა.