თავი 2

86 15 0
                                    

-ჰეი,შემაშინე...დასიებული თვალები ძლივს გაახილა თემ და ჯიმინს წარბებ შეკრულმა გახედა.
-იდიოტო,გახსოვს მაინც მთელი ღამე რეებს აკეთებდი?-იქნებ ახლა მაინც მითხრა რა მოხდა?!
თე წამოჯდა და წყალი მოიყუდა,შემდეგ კი აბაზანისკენ გავიდა და თან წამოიყვირა: ფეხებზე მკიდია უკვე ყველაფერი და შეგიძლია შენც დამტოვო.
-ჯიმინი აღელვებული და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა  და ჰოსოკს შეუვარდა ოთახში.
-რა ჯანდაბა ხდება?იქნებ მეც გამარკვიოთ,რა გჭირთ?! შუაღამისას დაურეკა თემ ჯანგუკს და სთხოვა წამოეყვანა იმ წყეული ადგილიდან სადაც დიდი ხანია აღარ მისულა.
-გუშინ...დარბაზში რომ ვიყავით შუგა შემოვიდა...
-და მერე რა? არ მიესალმა და მაგაზე გაბრაზდა ეს სულელი ბავშვი?
-არა ჯიმინ,მომისმინე...ჩვენ...ჩვენ სექსი გვქონდა და შუგამ ეს დაინახა...
-აი თურმე რა მოხდა.შენ მერე მას გაყევი ხო?! და თე ამაზე არის გაგიჟებული.
-კი,მაგრამ ხომ იცი როგორ მიყვარს იუნგი და მასთან რამდენი რამ მაკავშირებს.მას ასე ვერ დავტოვებდი და გავეკიდე.თანაც როცა ვიცი რომ,ისევ....
ჰოსოკმა მუხლებზე დაადო თავი და ფანჯრისკენ დაიწყი ყურება.
-ნუთუ ამდენი წლის შემდეგ კიდევ უყვარხარ?ის საოცარი კაცია ჰოსოკ,შენთვის ყველაფერზეა წამსვლელი და ასეთი კადრის დანახვა მას მართლაც გაანადგურებდა,მიუხედავად იმისა რომ იცის შენი და თეს ურთიერთობის შესახებ.შენ სწორად მოიქეცი მეგობარო,თეც მალე მიხვდება ამას.ხომ იცი ყველაფერს თავისებურად აღიქვამს და უნდა თუ არა მაინც ეჭვიანობს ყველაზე და ყველაფერზე.

ვი აბაზანიდან გამოვიდა და სავარძელში ჩაჯდა.დაიწყო იმაზე ფიქრი თუ რას აკეთებდა გუშინ ღამით და წამიერად სახე შეეცვალა...ცივი ოფლი ასხამდა და სწრაფად წამოხტა სავარძლიდან.კარები გააღო და ხალათიანი ჯანგუკის კარებს მიადგა.
-გააღე მე ვარ,თეჰიონი!
მაკნემ აღელვებული სახით გააღო კარები და თეც ოთახში შევარდა.
-მე...მე არ მახსოვს...ან მახსოვს...მაგრამ ამას არ გავაკეთებდი...ხომ ასეა ჯანგუკ? მე ხომ ასეთი იდიოტი არ ვიქნებოდი? მაკნეს მაისურზე ხელები მოჰკიდა და თან ამ ყველაფერს ყვიროდა.
-თეჰიონ! მკაცრი ხმით შეჰყვირა ქუქმა და ხელები გააშვებინა.-დაჯექი და ვილაპარაკოთ.
-გთხოვ მითხარი რომ ყველაფერი საკუთარი ხელით არ დამინგრევია!
-თე,როცა მე მოვედი...შენ მასთან იწექი...არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის, მაგრამ ვიცი რომ ორი შიშველი გეი ერთ საწოლში მეგობრულად არ ჩაეხუტება მხოლოდ ერთმანეთს... ამოიხვნეშა მაკნემ და თეს მხარზე დაადო ხელი.
მისი ცრემლები იმდენად მხურვალე იყო რომ თითქოს სახეს უწვავდა,სინანული და დანაშაულის გრძნობა ახრჩობდა დაუნდობლად.

"არ მიღალატო თორემ მოვკვდები!"Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin