1

848 64 19
                                    

  ღამის წყვდიადში ძნელი დასალანდი იყო ბიჭის მოკუნტული სხეული,  რომელიც დიდი ვერანდის კუთხეში მოხრილიყო და ანთებული თვალებით შეჰყურებდა ცას.

  მაინც რა არის ეს ცხოვრება არა?

  ჯიმინი, რომელიც ყველას თვალში მკაცრი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა , ახლა შიშით აჰყურებდა ცას. პატარა ბავშვივით მოკუნტული და გაოცებული, თვალს ვერ წყვეტდა უამრავ ვარსკვლავს.

  მაინც რა არის ეს სამყარო არა?

  ადრე თუ გვიან ყველას იმონებს და თავის ბრჭყალებში კეტავს.. გაგრძნობინებს ,რომ არარაობა ხარ და გაიძულებს, რომ ეს ყველაფერი დაამთავრო...

  ჯიმინიც სწორედ კოშმარმა გააღვიძა.. კშმარმა, რომელიც არც თუ ისე საზარელია... თუმცა მაინც მოხვდა გულს...

  არავისთვისაა სასიამოვნო, როცა შენს თავს შორიდან უყურებ სიზმარში... უყურებ და ხედავ ,როგორ იშლები ნაწილებად... ან უფრო სწორად როგორ იშლები პეპლებად, რომლებიც ჰაერში უმისამართოდ იწყებენ ფრენას.

  ზოგისთვის შეიძლება იყოს ყველაფრის დასასრული... თუმცა ჯიმინისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
  გამთენიისას ჯიმინს მოხუცი მოსამსახურე აღვიძებს და ატყობინებს, რომ ერთ საათში შეხვედრა აქვს დანიშნული.

   რა თქმა უნდა..

  ის ხომ მილიონერია... უზარმაზარი აქციებისა და ქონების პატრონი. ამიტომ ვალდებულების გამო ზანტად დგება და ოთახში ბრუნდება...

   შავ კოსტიუმს, შავ შარვალს, თეთრ პერანგსა და შესაფერის ჰალსტუხს ამზადებს. საწოლზე კოხტად ანაწილებს და შხაპის  მისაღებად შედის.

  ნახევარ საათში მომზადებულ ტანსაცმელს ირგებს და მუქ, შავ თმას გვერდულად ივარცხნის.

  ასე უფრო სოლიდურია...

  მომზადებულ ხელჩანთას იღებს და მანქანის მოსვლას ელოდება. ზუსტად ორი წუთით ადრე, მეთექვსმეტე სართულის ლიფტში ჯდება და პირველი სართულისკენ ინაცვლებს. დაბლა ჩასულს მანქანა ადილზე ხვდება და შიგნით ჯდება...

✔Art In Your DreamsWhere stories live. Discover now