-″არ შეიძლება სულ ასეთი ბედნიერი სიზმრები ნახო?″-გაუღიმა გოგომ და ნახატის ხატვა განაგრძო. ბიჭი კი მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა და ტკბებოდა.
შეიპყრო
მაინც შეიპყრო სნეულებამ, რომელსაც ხალხი სიყვარულს ეძახის....
ფიქრები შეივსო ბედნიერებით
თავი გოგოს მხარს ჩამოადო და ღიმილით დაუწყო დასრულებულ ნახატს ყურება
-
″მომწონს ″-გოგოს ხელს მოეფერა და ნაზად აკოცა.
-″ სულ ასე იყავი გთხოვ″- ჯიმინი სახე ხელებში მოიქცია
სანიმ და შუბლზე მსუბუქი კოცნა დაუტოვა - " შენ როცა გეტკინება მე ამას ვიგრძნობ. იმწუთში შენთან მოვირბენ და გეტყვი რომ მიყვარხარ"გული შეიკუმშა
-"გეტყვი რომ სულ შენთან ვიქნები. "
გული გაფართოვდა
-" და სულ ბედნიერი იქნები ჩემთან"
ღრმა ამოსუნთქვა....
იმედები...იმედები ადამიანს სპობს, ჭამს, ცოცხალს ხრწნის და ლპობამდე მიჰყავს. იცის რომ არ უნდა დაიჯეროს... იცის მაგრამ იღიმის და სჯერა
თავი გოგოს ყელში ჩარგო
რატომღაც ბედნიერია...
~~~~~
გოგო ჯიმინის კაბინეტში სწრაფად შერბის და გაურკვევლობაში მყოფ ბიჭს ეხუტება.
- "მოვედი. კარგად ხარ?"-შეათვალიერა
- " კარგად ვარ. რა მოხდა"-" უბრალოდ მე ვიგრძენი რომ... არ ხარ კარგად. მარტუებ"
-"უბრალოდ ჩამეხუტე"- თბილად გაუღიმა და გოგო კალთაში მოითავსა. სანიმ თმაზე რბილად ჩამოუსვა თითები და გაუღიმა.
- "დღეს...ერთი თვე გავიდა"- გაწითლდა გოგო. ჯიმინს კი გაეღიმა
-" ჰო.. ვიცი. დღეს საღამოს მძღოლი გამოგივლის კარგი?"-კმაყოფილმა გოგომ თავი დაიქნია . თუმცა მაინც ყველაფერი რიგზე არ იყო
- "რამე მოხდა?" -იკითხა შიშით. ბიჭმა თავი გააქნია და თვალები მოჭუტა. ახლა სევდის დრო არ იყო.
გოგო წავიდა. საღამოსათვის მზადება დაიწყო. ბიჭმა კი სამუშაოს თავი დაანება და ფიქრს მიეცა.არა!
არ უნდა იფიქროს უბედურებაზე
არ უნდა იფიქროს სიკვდილზე
თავს ძალა დაატანა და უაზრო ფიქრები გაფანტა
ყველაფერი კარგად უნდა იყოს
წამოიწია და ტელეფონი აიღო. სასტუმროსკენ წავიდა სადაც მალე სანი უნდა მისულიყო. მაგიდას მიუჯდა და თითების ნერვიულად კაკუნს მოჰყვა. 1 თვეა რაც ურთიერთობაშია. მას კი სიტყვა მიყვარხარ არც ერთხელ არ უთქვამს. გოგო მალე მოვიდა დანიშნულდბის ადგილას და მომღიმარ ბიჭს ხელები მოხვია
-" ბედნიერი ვარ" - თქვა ღიმილით და ბიჭის ტუჩებისკენ აიწია. დიდი სინაზით კოცნიდნენ ერთმანეთს. ჯიმინს გოგოს სახეზე ჰქონდა ხელები შემოწყობილი და ცერა თითით ნიშანს ეფერებოდა. ყველაფერი კარგად ჩანდა თუმცა......~~
ამ ფიკზე კომენტარს ვერასოდეს ვაკეთებ რავი....😕😕😕