2

385 53 19
                                    

ძნელია როცა შენში იჭრება გრძნობა ( დირთი მაინდი გამორთეთ😂😂😂😂) , მთლიანად გიპატრონებს და სხეულს გაგლიჯავს. გაცლის ყველა იმ ნაწილს რომელსაც ოდესმე შენად თვლიდი.

სწორედ ეს იწვევს ცრემლების ნაკადს , რომელიც ჯიმინის ლოყებზე მოედინება

ვინ იფიქრებდა რომ ხალხში ჯიმინი ცრემლებს ვერ შეიკავებდა.. არა და ყველას უგრძნობი ეგონა...

ხალხი ჯერ ნახატს, შემდეგ კი ჯიმინს შეჰყურებდა. გაოცებას ვერ მალავდნენ ასეთი მსგავსება ....

″ჯანდაბა ჯიმინ″ გვერდით ამოუდგა ბიჭს იუნგი და უმცროსის ცრემლებს დანახვისას შეცბა ″ შენ ტირი კიდეც?″ თუმცა ბიჭს არ აინტერესებდა არაფერი... უნდა გარკვევა ვინ და რა მიზნით გადაწყვიტა ამ ნახატის შექმნა. დატრიალდა. თითქოს იმ გოგოს მოძებნა ცადა რომელიც წეღან მიეტაკა

რომლის მიმართ უხილავი ძაფები იგრძნო

″ ამის შემქმნელი ვინ არის ″ ხელი ნამუშევრისკენ გაიშვირა ბიჭმა და შეშლილივით დაუწყო დამთვალიერებლებს ყურება.

ხალხი მას გიჟივით უყურებდა. არც ხმას იღებდა არავინ. უბრალოდ უყურებდნენ ემოციებმოზღვავებულ ბიჭს.

″ ვყიდულობ! ამ ნახატს ვყიდულობ! ნებისმიერ ფასად″ იყვირა ბიჭმა და მისი ხმა ექოსავით გაისმა შენობაში. ბიჭი მენეჯერთან მივიდა და ფასი მოითხოვა. ბიჭმა ათიათასი დოლარი დაუფასა. თუმცა ჯიმინმა მთლიანი საფულე ამოცალა. თითქმის ასიათასი დოლარი დაყარა. მენეჯერმა ნახატის შეფუთვა ბრძანა და ბიჭს მოუბრუნდა.
″ ვინ არის მისი ავტორი″ თავიდან იკითხა ჯიმინმა. მენეჯერმა უპასუხა რომ არ იცოდა თავად თუმცა მალევე გაურკვევდა ყველაფერს.

″ მე ვიცი ვინცაა ამ ნამუშევრის ავტორი″ თქვა გოგომ რომელმაც წამში ბიჭის ყურადღება მიიპყრო
″ ვისი″
″ ასე პირდაპირ ვერ გეტყვი ″ თქვა გოგომ და ჯიმინის წინ აიტუზა ″ სამაგიეროდ რამე უნდა მივიღო″
″ მაინც? ფული? ნაღდი თუ ანგარიშზე ჩარიცხვით?″ მიაყარა ჯიმინმა კითხვები
″ უბრალოდ იქნებ ყავა დაგველია?″ მიაშტერდა გოგო. ჯიმინს არ უყვარს დაუგეგმავი შეხვედრები, არც წესების დარღვევა. მაგრამ მაინც დასთანხმდა გოგოს და კარისკენ წავიდა.
″ რატომ გაინტერესებს ასე ძალიან გოგოს ნახვა?″ იკითხა გოგომ
″ გოგოა?″ გაოცდა ბიჭი″ და შენ რა გქვია″
″ მე... მე სანი ″ გაუღიმა ″ ჰო ყავაზე უნდა დამპატიჟო″
″ კარგი″ წინ გაემართა ჯიმინი
″ ასე რატომ გაინტერესებს ვინაობის გაგება?″ იკითხა გოგომ
″ მე და ის... დაკავშირებულნი უნდა ვიყოთ ერთმანეთთან... მან ჩემი სიზმარი აღწერა... ეს სიზმარი კი მე არავისთვის არ მომიყოლია″ ტუჩი მოიკვნიტა ბიჭმა. კაფეში შევიდა და ორი ყავა შეუკვეთა. გოგომ თმა გაიშალა და ჯიმინს დაელოდა. ბიჭი მოვიდა და მის წინ დაჯდა. თვალებში შეჰყურებდა და ელოდა გოგოს პასუხს
- ″ შეგიძლია უბრალოდ მითხრა ვინ არის?″ ამოვიდა ყელში ჯიმინს. ამდენი დრო არასოდეს გაუფლანგავს ჰაერში.
- ″ მოდი უბრალოდ შეგახვედრებ კარგი?″ გაუღიმა გოგომ. ჯიმინმა კბილები ერთმანეთს დააჭირა. თუმცა თავი მოთოკა და ოდნავ გაიღიმა
- ″ კარგი... და.. რამდენ ხანში ერთხელ გამოაქვთ ახალი ნამუშევრები მუზეუმში?″ - ყავა გასწია ბიჭმა რადგან ძალიან უგემური იყო
- ″ ერთ კვირაში მოდი″ - გაუღიმა გოგომ. ჯიმინი წამოდგა. გოგოს გაუღიმა და გამოემშვიდობა. შავ, პრიალა მანქანაში ჩაჯდა და თავი ფანჯარას მიაყრდნო

რუტინას უბრუნდება...

ტელეფონს იღებს და მომავალი სამი დღის განრიგს ადგენს. შეხვედრები, პრესკონფერენციები და ვიზიტები. ალბათ უსაქმობა უფრო დამღლელია ბიჭისთვის ვიდრე ამდენი საქმე. სახლში მისვლისთანავე გრილ შხაპს იღებს და დიდ ვერანდას სრუმრობს...

როგორი ამაღელვებელია არა?

შეიძლება ადამიანი იყო მილიონერი ,მაგრამ თავს მაინც უბედურად გრძნობდე... ყველაფერი გქონდეს მაგრამ მთავარი რამ აკლდეს

გრძნობები..

ის რაც გულს აუჩქარებს...

ააღელვებს...

აატირებს...

აივნის მოაჯირზე ჯდება. ფეხებს გარეთ ყოფს და ცდილობს დაბლა არ იყუროს. თუმცა უფსკრულივით სიღრმიდან მნათობი შენობები და მანქანები თვალს ჭრიან ბიჭს. უყურებს გზას და ხვდება რა მარტივია ყველაფრის დამთავრება...

როგორ იზიდავს სიღრმე ჯიმინს...

ყველაფერი მობეზრებული აქვს...

წამით ხელებს უშვებს თუმცა ყურადღებას ოთახში რამდენიმე ადამიანი იქცევს რომლებსაც ნახატი მოაქვთ და თავისუფალ კედელზე კიდებენ. ჯიმინი ნელა გადადის მოაჯირიდან და ოთახში ინაცვლებს. სავარის წინ მაგიდაზე მოთავსებულ ფინჯან ყავას იღებს. თითებს ნაზად ხვევს და ნელა სვავს. თვალ მოუშორებლად გასცქერის პორტრეტს და უცნაური გრძნობა ეუფლება...

ისევ....

--------------
ამ დებილობას მალე წავშლი :)
მიყვარხართ

✔Art In Your DreamsWhere stories live. Discover now