- ″მ-მე არ″- შეშინებული გოგო აქეთ-იქით იყურებოდა და გასაქცევს ეძებდა მანამ სანამ ჯიმინის ხელებმა შებოჭეს თავის გასწვრივ.
- ″ რატომ არ მითხარი შენ რომ იყავი″ - ახლოს მიიწია ჯიმინი. გოგოს ტანსაცმელზე მიხმული ტკბილი სუნამოს სუნი ღრმად შეისუნთქა. ბიჭს სუნი ორგანიზმში შეუძვრა, რეცეპტორებს მიაღწია და აღაგზნო ისინი.უყვარს ასეთი არომატის სუნამოები
უყურებდა შეშინებულ თვალებში და ელოდა როდის დაიწყებდა ლაპარაკს.. მაგრამ გოგო დუმდა
-″ მინდა რომ მომიყვე! ″- აუწია ტონს ჯიმინმა
-″ არაფერია მ-ოსაყოლი″- თქვა ათრთოლებულმა გოგომ
-″ ვგონებ რომ უნდა იყოს″ - გაეღიმა ბიჭს - ″ ჩემთან წავიდეთ″ - უთხრა ჩუმად, ყურთან ახლოს ბიჭმა.ასე მეძავებს კერავდა ბარებში. ამოიღებდა ასდოლარიანს, ხელს ქალის ბარძაყზე აასრიალებდა და ქვედა საცვალში ათავსებდა კუპიურას. თუმცა ეს არ გავდა სხვა ყველა ნამოქმედარს. ეს უფრო ნაზი, სხვა მიზნისათვის მიმართული მიპატიჟება იყო. გოგომ თვალები დახუჭა და ამოისუნთქა
- ″ოღონდ ოდნავ უკან გაიწიე ″ ხელით მსუბუქად მიაწვა მკერდზე და გასწია.
- ″არ იყო საჭირო ჩემს ნამუშევარში ამდენის გადახდა როცა ის სულ რაღაც 500 დოლ....″ - ბიჭი ისევ ახლოს მიიწია გოგოსთან
- ″ ვერავინ მიბრძანებს რა გავაკეთო და რა არა ″ - გოგოს ლოყაზე გამაღიზიანებლად ჩამოწეული თმა უკან გადასწია. - ″ რამდენიც მინდოდა იმდენი გადავიხადე ″- ხელი მოკიდა მაჯაში გოგოს და ოთახიდან გაიყვანა. მთელი დარბაზის ჭორები უკან მოიტოვა და მანქანასთან მიიყვანა. კარი გაუღო. თუმცა გოგო ჯიმინს შეჰყურებდა გაოგნებული
-″ორჯერ გამეორება არ მიყვარს″- ჩაჯდა მეორე მხრიდან და ლოდინი დაიწყო. სანიმ ნელა გამოაღო კარები და დაჯდა.მთელი გზა წინ ყურების გარდა არაფერი უკეთებია. ნერვიულად თითებს იმტვრევდა. ინანა კიდეც მას რომ გამოყვა.. თუმცა ვეღარაფერს გააწყობდა.