თავი 2

68 7 0
                                    


 ზოგადად დედაჩემი ფეთქებადი ხასიათის მქინე არ არის, მაგრამ რატომღაც დღეს სულ სხვა ადამიანს ვხედავდი. გაბრაზებული დედა ოფიცერთან მივარდა, სრულიად უდანაშაულო ადამიანს თავს ესხმოდა. შეკრულ მუჭებს ოფიცერს მკერდზე დაუნდობელად ურტყამდა და ერთსა და იმავე უმეორებდა:

- ნაგელი არ მომკვდარა! არა!...

დედაჩემის ასე დანახვა კიდევ უფრო მიმძიმდა, მივუახლოვდი, ხელები დავუჭირე, გულში ჩავიხუტე და ვუთხარი:

- ყველაფერი კარგად იქნება... მე შენთან ვარ...

დედა დივანზე ჩამოვსი და წყლის მოსატანად გავედი. დედა ასეთ ნაღვლიანს, სევდიანს და განადგურებულს პირველად ვხედავდი. უეცრად შიშმა კანკალი დამაწყებინა, დედასთან ჭყლით სავსე ჭიქა ძვლივს მივიტანე. დედა ოთახში ავიყვანე, საწოლში ჩავაწვინე და ვუთხარი:

- თუ რამე დაგჭირდა დამიძახე.

ოფიცრებთან დავბრუნდი და დედას მაგივრად ბოდიში მოვუხადე. ერთ-ერთმა ოფიცერმა მითხრა:

-ვწუხვარ...მამათქვენი კარგი ადამიანი იყო, ყველას ძალიან დაგვაკლდება. მისთვის ყველა ერთი ვიყავით. ყველას გვერდით გვედგა, იგი აღარ არის, თუმცა ჩვენ გულში მისი ადგილი ყოველთვის იქნება. ახლა კი უნდა წავიდეთ... მამათქვენის ნივთების წასაღებად კი შეგიძლიათ ხვალ მობრძანდეთ.

დავემშვიდობე და კარისკენ გავაცილე.

საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, სიკვდილიც ბევრჯერ ვინატრე,მაგრამ ამას დედას ვეღარ გავუკეთებდი.საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სახიფათოა, თუმცა ამავდროულად სასარგებლოც. 

ვიღაც ისეთი მჭირდებოდა, ვისაც გულს გადავუშლიდი, დამამშვიდებდა და ამ სიტუაციაში გამოსავალს მაპოვნინებდა.ვისთვის უნდა მიმემართა თუ არა ჯიმინისთვის?!

ტელეფონი ავიღე და ჯიმინს დავურეკე . რამდენიმე წუთი ტელეფონს არ იღებდა მივხვდი, რომ ჯიმინს ეძიანა და როცა გათიშვა დავაპირე ჯიმინმა მიპასუხა:

შემდეგ შენ გამოჩნდიWhere stories live. Discover now