თავი მეორე

111 17 1
                                    

-რა დაემართა მას?.-ვკითხე ადელს როდესაც ოთახში შევედით.

-ხუთი წლის წინ ავარიაში მოხვდა.-დაიწყო საუბარი თან საწოლზე დამსვა- ზურგი ისე ჰქონდა დაზიანებული, არც ეგონათ რომ გადარჩებოდა, მაგრამ მან სიკვდილს აჯობა, ის გადარჩა მაგრამ სიარული ვეღარ შეძლო.  ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ მას გონია რომ აღარ აქვს აზრი. -მისმა სიტყვებმა ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ხელები ერთმანეთს მოვკიდე და თავი დავხარე.

-რატომ?.

-არ ვიცი. მაგრამ ის ყოველ დღე თავს არ ზოგავს. გთხოვ შენ იბრძოლე ალისია!.-ჩამეღიმა და თავი ავწიე.

-მე არ დავნებდები ადელ! მაგრამ მკურნალობამ რომ შედეგი არ გამოიღოს? ყველაფერი კარგადაა მაგრამ შემდეგ რომ გაუარესდეს?.-ჩემი სიტყვების შემდეგ ხმა არ ამოუღიმა. მხარზე ხელი დამადო და დამემშვიდობა. კარის ხმის გაგონების შემდეგ ამოვიოხრე და ფეხზე წამოვდექი. ხელების დახმარებით ექთნის გამოსაძახებელ ღილაკს ხელი დავაჭირე და ექთნის მოსვლა დაველოდე. სულ მალე კი კარების ხმაც გავიგე.

-ალისია ყველაფერი კარგადა?

-კი, უბრალოდ თუ კარგი ამინდია, გთხოვ გარეთ გავისეირნოთ.-მისი ჩაცინების ხმა გავიგე. როდესაც მისი ხელები ვიგრძენი მეც ჩამეღიმა და ფეხზე წამოვდექი.

-შენ რომ გიყვარს ისეთი ამინდია

-სწრაფად გავიდეთ. ჯოხი მომაწოდე გთხოვ.-ჯოხი მომაწოდა და პალატა დავტოვეთ.

-ამანდა გთხოვ მომიყევი ზეინის შესახებ.- არ ვიცი ეს რატომ ვუთხარი მაგრამ მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებს. არ ვიცი, მისმა ქცევამ ძალიან მომხიბლა.

-ზეინის? ზეინი საიდან იცი ალისია?.

-კედელს ვეჯახებოდი და დამეხმარა.

-ვაუ, ზეინმა დაგეხმარა? არ მოველოდი მისგან ამ საქციელს!.-გაოცებით წარმოთქვა, ოდნავ გამიკვირდა, ვაპირებდი რაღაც მეკითხა მაგრამ მისმა სიტყვებმა გამაჩერა.

FEELING Where stories live. Discover now