პოვ ავტორი
ექსოს დორმი- მოდით სუფრასთან - გაჰყვიროდა სუჰო სამზარეულოდან.
ბიჭები რიგრიგობით ჩავიდნენ დორმის პირველ სართულზე და მიუსხდნენ მაგიდა ყველა ჩუმად შეჰყურებდა ერთმანეთს ეს რომ გენახათ ალბათ ატირდებოდით კიდეც.
- რაიყო პანაშვიდზე ხართ? - წამოიყვირა დიომ - რა სახეები ჩამოგტირით?!
- დიო გთხოვ გაჩუმდი - თვალები აატრიალა ქაიმ.
- ჰო გავჩუმდე და თვალი დავხუჭო იმაზე რომ ორი დღეა ასე გვამებით დევხართ? - მაგიდაზე ხელი დააბრახუნა - გეყოფათ! ყველაფერი კარგად იქნება არაა საჭირო მათი ისე დატირება თითქოს სასაკლაოზე უშვებდეთ და არა მშობლიურ ქვეყანაში! არ გამომივიდნენ აქ ავთანდილები და როსტევანები!
- კარგი გვეყო დიო მართლაია - სუჰომ ჩხირები დადო - კრის... როდის მიდიხართ?
- ზუსტად ერთ კვირაში - აის ბოის სახით თქვა და ჭამა განაგრძო.
- გასაგებია ანუ ქამბექს ვერ მოესწრებით...
- რააა? ქამბექს? - წამოხტნენ ჩანი და ბექი ერთდროულად შემდეგ ერთმანეთს გახედეს გაოცებულებმა და უხერხულად ისევ თავიანთ ადგილებზე დასხდნენ.
- ჰო ქამბექს რომელსაც ახალი დირექტორი გეგმავს ეს ამბავი რამოდენიმე საათის წინ გავიგე ყველას ვუთხარი მაგრამ... დაიცა... თქვენ მაგ დროს სადი იყავით? - სუჰომ ხმა გაიმკაცრა.
- მე ლისასთან - უცებ თავი გაიმართლა ჩანიოლმა.
- მე მინოსთან... - უცებ თავი გაიმართლა ბექჰიონმა
- რააა? იმ ბანდიტთან? - წამოიყვირა ჩანიოლმა.
- რამე პრობლემააა? - ახლა ლუჰანი ჩაერია მაგრამ სეჰუნმა თავის ადგილას დააბრუნა.
- კი თანაც ძალიან დიდი! - გაცოფდა ჩანი.
- მიდი მაშინ განგვანათლე! - ახლა ლეი ჩაერთო.
- აიშ... აღარ აქვს მნიშვნელობა! - ჩანიოლმა გელენვაგენის გასაღები აიღო და დორმის კარი მთელი ძალით გაიჯახუნა.
YOU ARE READING
INSTAGRAM 🔥🔞💫 [დასრულებული]
Fanfictionასეთი ფიკები "მოდაშია" ამიტომ ბარემ მეც დავწერ 😂💙💫 ოტ12ია 😊