კიონგსუ ქაის ოთახს მიუახლოვდა, სახლში უკვე არავინ იყო მინსეოკის წყალობით ამიტომ შანსი მიეცა, დიომ ნელა დააკაკუნა კარზე.
- შემოდით - მოესმა ქაის ხმა, კარი გააღო და შიგნით შევიდა.
- ქაიაჰ... - ქაი უბრალოდ გიჟდებოდა როდესაც მას ასე ეძახდნენ - სახლში მარტო რჩები.
- რაა რატო? - ძლივს გამოფხიზლდა კიონგსუს სილამაზისგან გამოშტერებული - შენც სადმე მიდიხარ?
- ჰმმ... კლუბში - ღილის წვალება დაიწყო რომელიც მთელი ძალით ცდილობდა ზედით ბიჭის პრესი დაემალა.
- მარტო? - მძიმედ ჩაყლაპა ნერწყვი ქაიმ და ეს რათქმაუნდა არ გამოჰპარვია პინგვინს.
- რატომაც არა? უკვე აღარ ვარ პატარა!
- მეც წამოვალ! - წამოიყვირა ჯონგინმა და სწრაფად მზადება დაიწყო.
ჯერ ზედა გაიხადა, შემდეგ კი წელს ზემოთ შიშველმა შავი პერანგოს ძებნა დაიწყო, შემდეგ კი იქვე დაგდებული შავი ჯინსიც ამოიხვა.
დიო ნერწყვს ყლაპავდა და მთელი ძალით ცდილობდა არ შეემჩნია ის თუ როგორ მოქმედებდა უმცროსი მასზე.
ქაიმ ყველა საჭირო ნივთი აიღო, სუნამოს სურნელით "აყროლდა" და ოდნავ შეხსნილი პერანგით დიოს პირადი სივრცე დაარღვია.- ტაქსი უკვე მოვიდა - ჩაიცინა და სახლიდან გავიდნენ.
გზაში...
- ჰიონ პირველად გაცვია ასე... ასე... - საჭირო სიტყვების ძებნა დაიწყო ჯონგინმა.
ESTÁS LEYENDO
INSTAGRAM 🔥🔞💫 [დასრულებული]
Fanficასეთი ფიკები "მოდაშია" ამიტომ ბარემ მეც დავწერ 😂💙💫 ოტ12ია 😊