Chapter 1

1.4K 69 14
                                    




დილა ჩემი დაქალის, ენდის, შემაწუხებელი ხმით იწყება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მისი ხმა ერთადერთია რაზეც მეღვიძება, მაგრამ დღეს რაღაც წინანდელზე მხირული ხმა ჰქონდა.
-ემა სწრაფად ადექი.
წუთში მილიონჯერ იმეორებდა. თვალები როგორც იქნა გავახილე და მზის შუქმა მაშინვე მაიძულა ისევ დამეხუჭა.
-ემა საოცარი ამბავი მაქვს შენთვის.
ინტერესმა მძლია და თვალები ისევ გავახილე.
-რა ხდება სწრაფად მითხარი.
-სამსახური დავიწყე.
აღფრთოვანებულმა მითხრა. თვალები გადავატრიალე და წამოვდექი.
-ღმერთო, ამ ყველაფერს უკვე მივეჩვიე ეს ხომ შენი მეცამეტე სამსახურია.
-არა, ემა ეს მართლა განსაკუთრებული სამსახურია, ერთერთ კომპანიის უფროსის ასისტენტი გავხდი წარმოგიდგენია?
-ვაუ ეს უმაგრესი ამბავია, მაგრამ შენ წარმოგიდგენია რამდენად რთულია ეს?
-კარგი ადექი სწრაფად დედაშენს და მამაშენს უნდა ვესტუმროთ დაგავიწყდა? კიდევ ათასი საქმე მაქვს სანამ სამსახურს დავიწყებ აუცილებლად უნდა ვიყიდო ახალი ტანსაცმელი ხომ გამომყვები საშოპინგოდ?
-რა თქმა უნდა.

ავდექი, წყალი გადავივლე, გავემზადე და ყავა დავლიე, უცბად გამახსენდა, რომ დღეს 27 ივნისი იყო და ეს ჩემი კიდევ ერთი შანსი იყო მივსულიყავი მსახიობების შესარჩევ კასტინგზე. ფილმში გადაღება ჩემი ერთერთი ყველაზე დიდი ოცნება იყო, რომელსაც აუცილებლად ავიხდენდი.  ენდის ვთხოვე დამლოდებოდა და ისე წავსულიყავით ჩემებთან.

სახლიდან გავედი და კასტინგზე მივედი. საოცრად ბევრი ხალხი იყო, როგორც გოგონები ასევე ბიჭები. ულამაზესი გოგონები ილოდებოდნენ გარეთ და ვერც კი წარმომედგინა ამდენ გოგოში, რატომ უნდა ამოვერჩიე მაინცდამაინც მე. ჩემი ყურადღება ერთმა შავგვრემანმა, მწვანეთვალება გოგომ მიიქცია ის ძალიან ლამაზი იყო. მწვანე თვალები ჩემი სისუსტე იყო, უზომოდ მიყვარს ეს ფერი.
თვალები ბიჭების რიგისკენ გამექცა. არც ბიჭები ჩამოურჩებოდნენ გოგონებს. უცებ ოთახიდან გამოვიდა კაცი, რომელმაც ერთერთი ბიჭის სახელი წარმოთქვა და სიმპატიურმა მწვანეთვალება ბიჭმა რიგი გაარღვია და ოთახში შევიდა.
ბიჭების თვალიერებაში ვერც კი შენიშნე ისე გამოაცხადეს ჩემი სახელი. შევკრთი და ოთახში მაშინვე შევედი.
ბევრი რამ მკითხეს მათ და ისეთი რაღაცეებს ვპასუხობდი ჩემი მიკვირდა, მაგრამ როცა მეგონა, რომ კარგად ვპასუხობდი მათი გამომეტყველებიდან გამომდინარე მეგონა ეს ყველაფერი სრული უაზრობა იყო მათთვის ან ისინი ზედემტად კრიტიკულები იყვნენ.

კასტინგიდან სახლში მივედი და ენდისთან ერთად დედაჩემთან და მამაჩემთან წავედი. ისინი ცალკე ცხოვრობენ და ვცდილობ რაც შეიძლებ ხშირად ვნახო.
-როგორ ჩაიარა კასტინგმა?
-არ ვიცი ენდ, არანაირი იმედი არ მაქვს.
-მეც ასე ვიყავი ამ კომპანიაზე, მაგრამ ხომ ხედავ გამიმართლა.
გზაში უამრავ რამეზე ვილაპარაკეთ, იმაზეც კი მელაპარაკა როგორი კაბა უნდოდა რომ ეყიდა.
დედაჩემთან და მამაჩემთან ბევრი ვისაუბრეთ და შემდეგ შოპინგზე წავედით. 4 საათი დავდიოდით, უამრავი ტანსაცმელი ვიყიდეთ და დაქანცულები მივედით ჩემთან. გადავწყვიტეთ დღეს ჩემთან დარჩენილიყო ენდი და მეორე დღეს მე გავაცილებდი სამსახურში.

ჩემთან მივედით ვახშამი ვჭამეთ და გადავწყვიტეთ ფილმის ყურება. ბევრი დავის შემდეგ დრამა ავირჩიეთ. ფილმის ბოლოს ბოლო ხმაზე ვტიროდით მე და ენდი. უფროსწორად ენდი ტიროდა და მე კიდევ მის ტირილზე მეტირებოდა. უეცრად ჩემი ტელეფონის ხმა გაიგე. ავიღე და ნამტირალავი ხმით ვუპასუხე.
-მოგესალმებით მის ბეინ. მინდა გითხრათ, რომ თქვენ შერჩეული ხართ ფილმის მთავარ პერსონაჟად. გილოცავთ.
ხმა ჩამივარდა. ვერ გამეაზრებინა, რომ ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ავისრულე.
-დიდი მადლობა.
  ეს ერთადერთი იყო რისი თქმაც შევძელი.
-ხვალ გელოდებით გადაღების პირველ დღეზე. დროს და მისამართს მოგწერთ.
-კარგით.

ტელეფონი გავთიშე და ენდის შევხედე ის ფეხზე იყო წამომდგარი და მოთმინებით მელოდებოდა, როდის ვეტყოდი რა მოხდა.
-ენდ, როლზე ამიყვანეს. წარმოიდგინე, ნეტფლიქსის ფილმში მივიღებ მონაწილეობას ენდ.
დავიკივლე და ხტუნვა დავიწყე.
-არ არსებობს.
დაიკივლა და ხტუნვაში ამყვა.
მაშინვე დედაჩემს დავურეკე და ეს ამბავი შევატყობინე.
ასეთი გახარებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. ენდი კი ორმაგად ბედნიერი იყო თავისი ახალი სამსახურის და ჩემი ოცნების ახდენით.
ორივეს ჩაგვეძინა მომავალი დღის ლოდინში. წარმოდგენც არ მინდოდა როგორი იქნებოდა რომანტიკული ფილმის გადაღების პირველი დღე, მაშინღა გავაანალიზე, რომ თუ რომანტიკული ფილმის მთავარი პერსონაჟი ვიყავი მე, მეორე ნახევარიც უნდა მყოლოდა და ის მეორე ნახევარი დღეს, სავარაუდოდ,ჩემს გვერდით ბიჭების რიგში იდგა.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now