დილა ჩვეულ რიტმში დაიწყო, თვალების გახელა და მზის შემაწუხებელი სხივების შეხვედრა ერთი იყო. საათს დავხედე და მაშინღა გამახსენდა, რომ, როდესაც მაღვიძარამ დარეკა მე ის გაუზარებლად გამოვრთე და ძილი განვაგრძე.
-ჯადნაბა!
ჩავიბურტყუნე და სწრაფად ავდექი. შევვარდი აბაზანაში და სწრაფად გავემზადე. გზაში ყავა ვიყიდე და მაშინვე სამსახურისკენ გავეშურე. დღეს ხომ ჩემი ''სიყვარული'' უნდა გამეცნო. ოთახში შევვარდი და ჩემი რეჟისორი დავინახე.
-ნოა! (რეჟისორი)
მხიარულად შევყვირე.
-ემა, როგორც იქნა მოხდვედი.
მეგობრულად მიპასუხა მანაც. გვერდზე დავუდექი და ვლაპარაკობდით დღის გეგმებზე, რომელიც არც თუ ისე რთული იყო. მითხრა, რომ დღეს მხოლოდ რამოდენიმე სცენა უნდა გადაგვეღო და ეცდებოდა ყველანაირად შეეწყო ხელი, რადგან ეს ჩემი პირველი ფილმი იყო. აქამდე მხოლოდ რამოდენიმეჯერ მაქვს მიღებული მონაწილეობა სპეკტაკლებში და სულ ეს იყო. ჩემი სპეკტაკლების რეჟისორი ხშირად მეუბნებოდა, რომ უდავოდ ნიჭიერი ვიყავი და ვიმედოვნებ რომ, ამ ფილმის ნახვის შემდეგ ის ჩემით იამაყებს და არა იმედი გაუცრუვდება. მე და ნოა ამ ყველაფრის შესახებ ვლაპარაკობდით, როდესაც კარი გაიღო და ოთახში ის მწვანეთვალება ბიჭი შემოვიდა, რომელიც მე დამეჯახა ჰოლში. მეგონა რეჟისორის შვილი ან რომელიმე თანამშრომლის ახლობელი იქნებოდა, მაგრამ ჩემი არც ერთი ეჭვი არ გამართლდა, როდესაც რეჟისორმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:
- და აი განუმეორებელი ჰარი სტაილსი, შენი მეწყვილე და უნიჭიერესი მსახიობი. შენ ამ ბიჭთან ერთად მოგიწევს მუშაობა და ის შენი დაუვიწყარი და ნამდვილი „სიყვარული'' იქნება, რა თქმა უნდა ფილმში.
-ოჰ, ოღონდ არ მითხრა, რომ ეს ჩემი მეწყვილე იქნება.
დაიჩურჩულა ჰარიმ. გაოცებულმა შევხედე მას, შემდეგ რეჟისორს, შემდეგ ისევ ჰარის. ვეცადე დაბნეულობა არ შემემჩნია.
-ძალიან სასიამოვნოა ჩემთვისაც.
ვუთხარი სარკაზმულად და უსიამოვნოდ ჩავიცინე.
-ახლა ამ ყველაფრის დრო არ არის ბავშვებო. არც მაინტერესებს რა ხდება, მთავარი ჩემთვის ისაა, რომ რაც შეიძლება ბუნებრივები იყოთ გადაღების დროს. ახლა კი ჩასხედით მანქანებში თითქმის ყველა გადასაღებ მოედანზე გველოდება.
-მე მანქანა არ მყავს.
წყნარად ვთქვი იმ იმედით, რომ ვინმე მისამართს მეტყოდა და ტაქსით წამოვიდოდი.
-მაშინ შენ ჰარი წამოგიყვანს, თან უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს თუ უკვე იცნობთ თუ რავიცი რაც არის. მისამართს მოგწერთ.
თქვა და სწრაფად გავიდა კარიდან, რომ რამე საწინააღმდეგო არ გვეთქვა, ღრმად ამოვისუნთქე და ჰარის შევხედე, მას კმაყოფილი და ოდნავ სარკაზმული გამომეტყველება ჰქონდა.
-წინ არაჩვეულებრივი მგზავრობა გველის.
თქვა და წინ წავიდა. მანქანაში ჩავსხედით და მისამართი ვნახეთ. გასავლელი გზა საკმაოდ დიდი იყო. ჩვენ მივიოდით აფრიკელ ბავშვთა თავშესაფარში, სადაც ფილმის მთავარი პერსონაჟები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ. მთელი გზა ჩუმად ვიყავით, უხერხული სიჩუმე იდგა ამიტომაც ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი.
-მოდი, უბრალოდ მუსიკა ჩავრთოთ, რას იტყვი?
ცივად ვუთხარი,
-მოდი, უბრალოდ ერთ ადგილას გაჩერდი, კარგი?
ცივი მზერით შევხედე და მუსიკა მაინც ჩავრთე. არც ისე სასიამოვნოა, როცა შენ და ადამიანს, რომელმაც შენი დაუვიწყარი სიყვარულის როლი უნდა ითამაშოს ფილმში, ერთმანეთი გძულთ. წარმოვიდგინე რამხელა ძალისხმევა დამჭირდებოდა, რომ ეს ყველაფერი გადაღების დროს დამემალა, მაგრამ იმაში ნადმვილად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ადამიანის მიმართ სიძულვილს ჩემი მომავლის დანგრევის საშუალებას არ მივცემდი.
ამ ბიჭს საოცრად კარგი გარეგნობა ჰქონდა და არც ისეთი ცუდი იქნებოდა თუ ხასიათიც ასეთი ექნებოდა. მწვანე თვალები, ბოლოებში დახვეული ყავისფერი თმა და საოცარი ტუჩები და ღიმილის დროს ღრმულები. ჩემი აზრით, ნამდვილად მოერგებოდა იმ ბიჭის როლს, რომელიც უნდა განესახიერებინა. ჩემი ცისფერი თვალები და ქერა თმები კი კეთილი გოგოს როლს მართლაც შეეფერებოდა, ასე რომ, რეჟისორს გადაწყვეტილებაში უდავოდ ვეთანხმები.
ფიქრებში ვერც კი გავაანალიზე თუ როგორი სწრაფად მოვედით, შვებით ამოვისუნთქე და მანქანიდან სიხარულისგან გადავხტი. თვალები გაოცებისგან გამიფართოვდა, როდესაც ამდენი კამერა და გადასაღები მოწყობილება ერთად დავინახე. ცოტა ავღელდი, მაგრამ, როგორც ყოველთის არ შევიმჩნიე. რეჟისორს თვალი მოვკარი და მისკენ გავეშურე.
-ემა, მოხვედით. ძალიან კარგი, მოდით დავიწყოთ.
თქვა და ეკრანს მიუჯდა, საიდანაც თითქმის ყველა კამერიდან დანახული სცენა ჩანდა. ჩვენ უნდა გადაგვეღო მხოლოდ და მხოლოდ მათი შეხვერის მომენტი. გარშემო უამრავი ბავშვები დარბოდნენ, ყველასთან მივედი და მოვეფერე, ჰარიმაც გამოიჩნა მზრუნველობა და ბევრიც ეთამაშა, მაგრამ შემდეგ რეჟისორმა წამოიყვირა, რომ ბევრი დრო აღარ გქონდა და გადაღებებიც დაიწყო. ამ სცენაში არც ისე ბევრი რამ უნდა გვეთქვა, თითქმის ყველა სცენა ცალცალკე გადავიღეთ მე და ჰარიმ, ორი სცენა გადავიღეთ მხოლოდ ერთად სადაც ჩვენი პატარა დიოლოგი წარიმართა, დანარჩენი ყველა სცენაში ჩვენი ბავშვებისადმი ურთიერთობა ჩანდა. უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან თითო სცენას დაახოლებით 10-ჯერ მაინც ვიღებდით. წარმოდგენაც არ მინდა რამდენ ხანს მოვუნდებით მთლიანი ფილმის გადაღებას. ისიც უნდა ვაღიარო, რომ ჰარიმ საკმაოდ კარგად მოირგო როლი და მართლაც რომ ნიჭიერია, ვფიქრობ, ჰარიც იგივეს ფიქობდა ჩემზე, რადგან ვაკვირდებული მუშაობის დროს როგორ მიყურებდა. რეჟისორი უდიდეს მოტივაციას გვაძლევდა ყოველი სცენის გადაღების წინ. ეს მართლაც მეხმარებოდა.
გადაღებები დასრულდა და მე ისევ ჰარის უნდა გავყოლოდი.
-ვფიქრობ, არც ისე ცუდი იქნება თუ ერთად სავახშმოდ წავიდოდით და უკეთესად გავიცნობდით ერთმანეთს.
ეშმაკური ღიმილი გადაეკრა სახეზე და მივხვდი რაც უნდოდა ჩემგან. დავფიქრდი, ძალიან მშიოდა და აქედან მაინც საჭმელად უნდა წავსულიყავი.
-რატომაც არა?
ვუთხარი დამცინავი ღიმილით და გავიფიქრე, რომ ის ვერასდროს მიიღებდა ჩემგან იმას, რაც შემოთავაზების დროს სახეზე ეწერა.
YOU ARE READING
Movie & Reality (H.S)
Fanfictionროდესაც მსახიობი ხარ შენთვის არსებობს მეორე ცხოვრება, სადაც შეგიძლია რეალობას გაექცე და იცხოვრო იმ პერსონაჟის ცხოვრებით, რომლის როლსაც თამაშობ, მაგრამ, როდესაც შენს რეალურ ცხოვრებაში და ფილმში გამოჩნდება რაღაც ან ვიღაც, რომელიც ამ ორ ცხოვრებას თითქმ...