იმ მომენტში, როდესაც ეს გავაკეთე ვერ გავაანალიზე რა მოხდა, მაგრამ როდესაც ჰარის მკლავებიდან გავთავისუფლდი, მაშინ გავიაზრე ყველაფერი. ჩემს თავში ყველაფერი აირია და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის იყო, თუ რატომ იქცეოდა ჰარი ასე. ფაქტი ერთი იყო, არაფერს ვნანობდი.
ჰარისთან ბანცალით მივედი და ყურში ჩავჩურჩულე.
-წავიდეთ.
-მანქანაზე ვერ დავჯდები, ზედემტად მთვრალი ვარ და შენს სიცოცხლეს ვერ გავრისკავ.
-კარგი ტაქსით წავიდეთ. ენდის დავურეკავს ვკითხავ სად არის.
ენდის დავურეკე, რადგან ჩემი სახლი მან დაკეტა და გასაღებიც მას ჰქონდა. ჩემი დავტოვე, რადგან ენდისთან ერთად მივდიოდი კაფეში და მას ისედაც სულ თან დააქვს ჩემი სახლის გასაღები.-ენდი, სად ხარ?
ძლივს ამოვილუღლუღე.
-ზეინთან ერთად ქალაქ გარეთ გავედი რა ხდება?
არ მინდოდა ჩამეშხამებინა მისი ეს ბედნიერი წამები, ამიტომ არაფერი ვუთხარი კარგი დროის გატარება ვუსურვე და გავუთიშე.
-ჰარი, პრობლემა გვაქვს.
ვიცინოდი, მაგრამ არ ვიცოდი რაზე.
-რა პრობლემა?
ისიც ამყვა სიცილში. ტაქსში ვისხედით და ტაქსისტი სარკიდან გაკვირვებული გვიყურებდა და ელოდა როდის ვეტყოდით მისამართს.
-ენდის ჩემი სახლის გასაღები აქვს, მე ჩემი სახლში დავტოვე, ის კი ქალაქგარეთაა გასული.
-არაჩვეულებრივია, მაშინ შენ ჩემთან დარჩები.
-მთვრალი რომ არ ვიყო ასე არ მოხდებოდა, მაგრამ მთვარი ვარ.
შევხედე გაღიმებულმა და ორივეს სიცილი წაგვსკდა.
ჰარიმ მისამართი უთხრა მძღოლს და მალე ჰარის სახლის წინ აღმოვჩნდით.
სახლში შევედით, ჰარის ვთხოვე მისი მაისური მოეცა რომ შხაპი მიმეღო.
სააბაზანოში შევედი და სახე თბილ წყალს შევუშვირე, ზედემტად მთვრალი ვიყავი და მინდოდა ცოტა გამოვფხიზლებულიყავი. ცოტახანში პირსახოცით თმა შევიმშრალე, ჰარის მაისური ჩავიცვი და გამოვედი სააბაზანოდან.
ჰარი საწოლთან იდგა, მაისური გაეხადა და გაკვირვებული უყურებდა საწოლს, თან თვალები მოჭუტული ჰქონდა, მის ასეთ ქცევაზე გამეცინა, საწოლს ისე უყურებდა თითქოს მსოფლიოს უდიდეს საიდუმლოს ხსნიდა.
-ჰარი რას აკეთებ.
-შენ აქ დაწვები, მე კი მისაღებში დივანზე.
-არ გინდა, შეგიძლია აქ დაწვე მე კი დივანზე დავიძინებ.
-ეს არ მოხდება. ამაზე ლაპარაკს მოვრჩით. დივანზე მე ვიძინებ.
-კარგი, მაგრამ ჯერ მე დამაძინე, მარტო მეშინია.
ბავშვური თვალებით შევხედე. ჯერ კიდევ მთვრალი ვიყავი, მეც და ისიც.
-არანაირი პრობლემა არ მაქვს.
გამიღიმა და გვერდით მომიწვა. ხელი მუცელზე დავადე, ხოლო თავი მკერზე. მშვიდად სუნთქვა დავიწყე და მალევე ჩამეძინა.
YOU ARE READING
Movie & Reality (H.S)
Fanfictionროდესაც მსახიობი ხარ შენთვის არსებობს მეორე ცხოვრება, სადაც შეგიძლია რეალობას გაექცე და იცხოვრო იმ პერსონაჟის ცხოვრებით, რომლის როლსაც თამაშობ, მაგრამ, როდესაც შენს რეალურ ცხოვრებაში და ფილმში გამოჩნდება რაღაც ან ვიღაც, რომელიც ამ ორ ცხოვრებას თითქმ...