Chapter 16

540 52 10
                                    

კითხვის დასმის შემდეგ სევდიანი, აცრემლებული თვალებით ამომხედა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

კითხვის დასმის შემდეგ სევდიანი, აცრემლებული თვალებით ამომხედა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჰარი ჩემს წინაშე იტირებდა, ალკოჰოლი რას არ გაგაკეთებინებს კაცს.
-მე...მე ძალიან ვწუხვარ, ემა. მაპატიე.
მშვიდად მომიგო და თავი ისევ ჩახარა.
-რამ გაიძულა ჰარი ასე მოქცევა. რატომ მატკინე გული?
-მე არ შემიძლია შენთან ურთიერთობის გაგრძელება, ემა. მე... მე, მეშინია.
-რისი გეშინია?
გაოცებულმა ვკითხე. ჰარი სტაილს ეშინია ჩემთან ურთიერთობის? ეს ხომ სიგიჟეა.
-მე მეშინია...
იმეორებდა ერთი და იგივეს.
-ჯანდაბა ჰარი, იტყვი თუ არა.
გავუბრაზდი იმის მიუხედავად, რომ მადლობელო უნდა ვიყო საერთოდ, რომ ლაპარაკობს.
-სიყვარულის... მე სიყვარულის მეშინია ემა. ერხელ უკვე გამოვცადე ეს გრძნობა და მან გული მატკინა, ცხოვრება გამიმწარა, ემა გესმის? ადამიანი, რომელიც მიყვარდა, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებდი დამტოვა, ის... ის,  გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხერპლა, ის, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა ერთმა მეტალის გროვამ შეიწირა...
ასეთი ჰარი არასდროს მენახა. ყველაზე მარტოსული და გულ გატეხილი, უმწეო და დაუცველი იყო ამ მომენტში. მან ლაპარაკი განაგრძო.
-გგონია ეს ნოას იდეა იყო, რომ ყოველდღე მე მეტარებინე სამსახურში? როდესაც მივხვდი, რომ სხვებს არ გავდი, როდესაც რაღაც განსაკუთრებული დავინახე შენში, მაშინვე შენზე ზრუნვა დავიწყე, მაგრამ როცა ჩემში გრძნობები გავინახე შენს მიმართ, შემეშინდა, ემა. შემეშინდა ისევ დაკარგვის, გულის ტკენის და იმ ტკივილის გამეორება რამაც ერთხელ უკვე გამანადგურა.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now